ცნობილი მომღერლები “X ფაქტორიდან” “გამოყარეს”

76
SHARE

“X ფაქტორის” მეორე სეზონის პირველი გადაცემის ჩანაწერი ეთერში გავიდა და ზუსტად იმ დღეს დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის მორიგი ჩაწერა გაიმართა, რომელმაც ოთხი სკამის ტურში ის შემსრულებლები გამოავლინა, ვინც ლაივებში მიიღებს მონაწილეობას.

წელს კონკურში ბევრმა ცნობილმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ისინი იმდენად პროფესიონალები არიან, რომ ჟიურის წევრებს გაუჭირდათ კიდეც მათი შეფასება და ეს ხმამაღლა აღიარეს.

“X ფაქტორში მონაწილეობდნენ ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი და ლიზა ყენია. ლიიზამ იმის გამო, რომ ჟიურის წევრებს მისთვის როგორც რიგითი მომღერლისთვის მოესმინათ, სათვალე გაიკეთა და ქუდი დაიფარა.

ჟიურიმ სამივე მომღერალი მეორე ტურში გადაიყვანა, თუმცა ოთხი სკამის ტურიდან სამივე უარით გაისტუმრა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ალეკო ბერძენიშვილმა გაავრცელა.

“X ფაქტორის ოთხი სკამის ტურიდან გამომაგდეს, ას ვიზამთ… დიდი მადლობა ყველას ვინც მგულშემატკივრობდა”

ალეკოს განცხადებას მარიამ პავლიაშვილი და ლიზა ყენია ეხმაურებიან. ისინიც აცხადებენ, რომ პროექტს მიღმა დარჩნენ.

radio.ge

FB კომენტარები

კომენტარი