ცირა კობიაშვილის დედა: თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე

203
SHARE

“X-ფაქტორის” მონაწილის ცირა კობიაშვილის დედა ჟურნალისტი თათია პაჭკორია შვილის გულშემატკივრებს მადლობას უხდის, “ბოროტი ენების მქონე” ადამიანებს კი ფაშისტებს უწოდებს.
“მეგობრებო მაპატიეთ დაგვიანებული მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა ყოველი ზარისთვის, მხარდაჭერისთვის. ცირა ცდილობს მაქსიმუმი დადოს, ყოველშემთხვევაში ყველაფერი,რაც დამწყები არტისტისთვის არის შესაძლებელი. მადლობა ყველას გამამხნევებელი სიტყვებისთვის.
კონკურსია მეგობრებო და შესაძლოა ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო პროექტის გამო არავის გავლანძღავდით უშვერი სიტყვებით…
მალე ეს ზღვარგადასული ლანძღვა და სიძულვულის ენა დასჯადი გახდება, იქამდე კი ყველა თავისი ზნეობრივი მოცემულობის და აღზრდის მიხედვით იმოქმედებს. ასევე „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტიც, რომელიც ჩასაფრებული მალულად უსმენდა თურმე ცირას და მისი მენტორის საუბარს და ცირას სიტყვები სათაურში გამოიტანა.
თქვენ ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგაზრდა გოგოს მიმართ არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუ-ბიზნესთან.

თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არ არსებობის გამო გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე.

ადამიანებს მარტო იარაღით არ კლავენ ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ ვერ მოესწრებით, ჩვენ იმაზე მეტი მხადამჭერი გვყავს ვიდრე წარმოგიდგენიათ”, – აცხადებს პაჭკორია.

FB კომენტარები

კომენტარი