ჩინელმა 10 წლის მანძილზე მეზობლებს ქალის თეთრეულის 2 000-ზე მეტი კომპლექტი მოჰპარა

82
SHARE

 

   ჩინეთში ქალის თეთრეულის ქურდი დააკავეს, რომელმაც 2000-ზე მეტი კომპლექტი მოიპარა. მამაკაცი მეზობლების სახლებში იპარებოდა და თეთრეული მიჰქონდა. თეთრეულს ის ჩამოკიდულ ჭერში ინახავდა. ერთხელაც ჭერი სიმძიმისგან ჩამოვარდა. მეზობლებმა ხმაურზე პოლიცია გამოიძახეს. სურათების თანახმად, ქურდი ყველანაირი ფერის და მოდელის თეთრეულს იპარავდა.
მოპარულის დასათვლელად სამართალდამცავებმა თეთრეული ქურდის სახლთან დაალაგეს. ცნობილი გახდა, რომ, საერთო ჯამში, ქურდი 750 ბინაში შეიჭრა.
დაკავებისას მამაკაცმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქციელის მიზეზი ფსიქიკური აშლილობაა. გაირკვა, რომ თეთრეულის „კოლექციას“ 10 წლის მანძილზე აგროვებდა.

FB კომენტარები

კომენტარი