ჩიზქეიქი

63
SHARE

ინგრედიენტები: შოკოლადის ორცხობილა – 300 გრ, კარაქი – 150 გრ, მასკარპონე – 500 გრ, ნაღები – 200 მლ, შაქარი – 150 გრ, ჟელატინი – 20 გრ.
მომზადების წესი: ჟელატინს 100 მლ ანადუღარი ცივი წყალი დავასხათ და 1 საათით დავტოვოთ. ორცხობილა დავაბლენდეროთ. კარაქი ცეცხლზე დავადნოთ, ორცხობილას დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. ორცხობილა ფორმაში მოვათავსოთ და მაცივარში შევდგათ. ჟელატინი ცეცხლზე დავდგათ, ადუღებამდე არ მივიყვანოთ. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. შემდეგ მასკარპონე და ჟელატინი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა ორცხობილაზე გადავიტანოთ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ.

FB კომენტარები

კომენტარი