ჩელენტანოს უმცროსმა ქალიშვილმა განაცხადა, რომ არატრადიციული ორიენტაციისაა

601
SHARE

ცნობილი იტალიელი მსახიობისა და მომღერლის, ადრიანო ჩელენტანოს ქალიშვილმა მსახიობმა, როზალინდა ჩელენტანომ აღიარა, რომ არატრადიციული ორიენტაციისაა.

ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში როზალინდამ განაცხადა, რომ იტალიელ მსახიობ სიმონ ბორისონთან რომანტიკული ურთიერთობა აქვს, რომელთან დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ იტალიაში ერთსქსეთიანთა ქორწინება აკრძალულია, ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.

45 წლის როზალინდას დედამ ჩელენტანოს მეუღლე კლაუდია მორიმ განაცხადა, რომ იგი და მისი მეუღლე ქალიშვილს მხარს უჭერენ.

«როდესაც ყველაფერი გავიგე, თავიდან ჩემს უფროს ქალიშვილ როზიტას გავესაუბრე… ადრიანოს ცოტა მოგვიანებით ვუთხარით… ახლახან, მეუღლე დათანხმდა, როზალინდას ღიად დაველაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებში ეს არაფერს შეცვლის. ჩვენ ქალიშვილი მუდამ გვეყვარება და მას ბედნიერებას ვუსურვებთ, ვწუხვარ, რომ ეს ადრე არ გავაკეთე»,- განაცხადა კლაუდია მორიმ.

როზალინდა ადრიანოსა და კლაუდიას შვილებში უმცროსია. ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი 1964 წელს დაქორწინდნენ.

წყარო: http://primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი