შონ პენს ახალი შეყვარებული ჰყავს? (ფოტო)

66
SHARE

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც შონ პენის და შარლიზ ტერონის რომანი დასრულდა. პენის ახალი შეყვარებულის შესახებ ჭორები პრესაში ეგრევე გაჩნდა. მსახიობს ხშირად ხედავენ 35 წლის მინკი კელის საზოგადოებაში. ამბობენ, რომ სწორედ მსახიობი კელი გახდა ტერონ13023292_1167950453245191_383730286_nის და პენის დაშორების მიზეზი. თავად შეყვარებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მინკი ყოველთვის საუბრობდა შონზე, როგორც მხოლოდ მეგობარზე, თუმცა წყვილის გამოჩენამ ბოლო ღონისძიებაზე განხილვის ტალღა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მინკი და პენი საღამოზე ცალ-ცალკე მივიდნენ, ღონისძიებაზე ისინი ერთმანეთის კომპანიაში მხიარულად ატარებდნენ დროს და სიამოვნებით პოზირებდნენ კამერების წინ. თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილმა საღამო ერთად დატოვა.

FB კომენტარები

კომენტარი