შოკოლადის მუსი

63
SHARE

ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი;
მწარე შოკოლადი – 250 გრ;
შაქარი – 50 გრ;
კარაქი – 50 გრ;
ლიმონის წვენი – 1 ჩ/კ;
ჟოლო – გასაფორმებლად.

მომზადების წესი: შოკოლადი და კარაქი ცეცხლზე გავადნოთ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. კვერცხის ცილას ლიმონის წვენი დავუმატოთ და ავთქვიფოთ, თან შაქარი დავუმატოთ. კვერცხის გული შოკოლადის მასას დავუმატოთ და კარგად ვურიოთ. შემდეგ შოკოლადის მასა და კვერცხის ცილა ერთმანეთში შევურიოთ. მიღებული მუსი ჭიქებში გადავიტანოთ და მაიცვარში 2 საათით შევდგათ. ბოლოს ჟოლოთი მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი