შვილის მოყოლილი ემოციური ისტორია დედამ გაამხილა – მოვკვდი, ყველგან გეძებდი, მაგრამ ვერ გპოულობდი

126
SHARE

ავსტრალიელი 4 წლის ბიჭის დედამ, ლაურა მაზამ „ფეისბუქში“ წარმოუდგენელი ისტორიის შესახებ დაწერა. ქალს ახლა სჯერა, რომ ბავშვებს შეუძლიათ მშობლები აირჩიონ.
ლაურას თქმით, 4 წლის შვილმა ლუკამ ისეთი რამ მოუთხრო, რამაც დედა აატირა. ქალი ადრეც ამჩნევდა, რომ მისი ბიჭი თანატოლებზე ჭკვიანი და საზრიანია, იცოდა ძველი სიმღერები, რომლებიც არ მოუსმენია და მისი ასაკისთვის უცნაურ რამეებს ამბობდა. ახლა კი ბიჭმა უთხრა, რომ ადრე მის მუცელში ცხოვრობდა, დაიღუპა და ანგელოზი გახდა.
„შენს მუცელში ვცხოვრობდი, მერე კი მოვკვდი. ყველგან გეძებდი, მაგრამ ვერ გპოულობდი. გეძახდი, თუმცა შენ არ მპასუხობდი. ძალიან დავღონდი და შემდეგ ანგელოზად ვიქეცი”, – იხსენებს შვილის სიტყვებს დედა.
ლაურასთვის შვილის სიტყვები შოკისმომგვრელი იყო. სანამ ლუკაზე იქნებოდა ორსულად, მას მუცელი მოეშალა. ქალმა ორსულობის ტესტი გაიკეთა, ის დადებითი აღმოჩნდა, თუმცა ცოტა ხანში მას სისხლდენა დაეწყო. ახლა კი შვილის მონათხრობმა მას ანგელოზების არსებობაში დაარწმუნა და იმაშიც, რომ ბავშვებს მართლაც შეუძლიათ მშობლების ამორჩევა.
„მენატრებოდი და შენთან დაბრუნება მინდოდა, ამიტომ თავიდან დავიბადე. ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ და ცოცხალი ვარ”, – ამბობს 4 წლის ლუკა.

FB კომენტარები

კომენტარი