შვილდაკარგულმა მამაკაცმა პატარა გოგონას წერილი იპოვა და მისი ოცნება აასრულა

153
SHARE

ძაღლთან ერთად სეირნობის დროს რენდი ჰეისმა, ბუჩქებში ბუშტის ნაგლეჯი იპოვა, რომელზეც პატარა მექსიკელი გოგონას საახალწლო სურვილების სია იყო მიბმული. მამაკაცმა, რომელმაც ერთი წლის წინ ვაჟი დაკარგა, 8 წლის მექსიკელი დაიამის სურვილების ახდენა გადაწყვიტა. თავისი ქმედება მან იმით ახსნა, რომ არ შეეძლო გოგონას საშობაო სურვილები ასე უპასუხოდ დაეტოვებინა.
„ბავშვმა ფურცელი მიამაგრა ბუშტს იმ იმედით, რომ შეიძლებოდა ვინმეს მისი სურვილები აეხდინა. ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მისი სანტა გავმხდარიყავი“, – განუცხადა მამაკაცმა CNN-ს.
რენდი მიხვდა, რომ ფურცელი, რომელზეც ტექსტი ესპანურ ენაზე იყო დაწერილი, მექსიკის ქალაქ ნოგალესიდან იქნებოდა მოფრენილი. ეს ქალაქი აშშ-ს საზღვართან მდებარეობს.
მან პატარა დაიამის მოძებნა მექსიკური რადიოსადგურის წამყვანის დახმარებით შეძლო. წამყვანმა ცეზარ ბარონმა სოციალურ ქსელებში პოსტი დაწერა, რის შემდეგადაც გოგონა ერთ საათში იპოვეს. მეორე დღეს კი ის რადიოში დაპატიჟეს იმისთვის, რომ საჩუქრები მიეღო.
პატარა მექსიკელის მშობლების განაცხადებით, მათ ოჯახში ყოველ წელს უშვებენ ცაში ბუშტებს, რომლებზეც საახალწლო სურვილების სიებია დამაგრებული.

FB კომენტარები

კომენტარი