“შეშფოთებულები ვართ, არის ახალი კლასტერები” – პაატა იმნაძე

1085
SHARE

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა.

„ახალ კორონავირუსს ცალკე ქვეყანა ვერ დაამარცხებს, მთელმა დედამიწამ ერთად უნდა დაამარცხოს. მარტო საქართველო კორონას ვერ მოერევა. ვიდრე კორონა იქნება დედამიწაზე, ჩვენთანაც ყოველთვის იქნება ეპიდემიის რისკი. ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე, არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან. ეს არის სავაჭრო არტერიები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზების გაჩერება. ამაზე მკაცრი კონტროლი გვაქვს. ბევრი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ქვეყანაში ჩამოდიან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შემთხვევების დაახლოებით მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ კარანტინის ზონებიდან არის გამოვლენილი. ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გავრცელება იქნებოდა უფრო მაღალი. პირველ ყოვლისა, როგორ ვრცელდება ეს დაავადება – ახლო კონტაქტებით, ხანგრძლივი კონტაქტებით, ეს არის ოჯახის წევრები და სამუშაო ადგილებზე ახლო წრე. ამიტომაც გვაშფოთებს ეს შემთხვევები“, – განაცხადა იმნაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი