“შენ შემდეგი ხარ” – კიდევ ერთ ერაყელ მოდელს სიკვდილით ემუქრებიან

265
SHARE

ერაყელ მოდელს შაიმა კასემს სიკვდილით ემუქრებიან. გასულ კვირას ბაღდადელი მოდელი, ტარა ფარესი, ყოფილი “მის ბაღდადი” ჩაცხრილეს, ახლა კი კასემს ეშინია, რომ ის “შემდეგი იქნება”.
შაიმა კასემი “მის ერაყის” ტიტული 2015 წელს მოიპოვა და მას “ინსტაგრამზე” 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს.
იმის შესახებ რომ კასემს ემუქრებიან მან “იუთუბის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მოდელი ამბობს, რომ მას შეტყობინებები მისდის ტექსტით: “შენ შემდეგი ხარ”.
წარმატებული ერაყელი ქალები შესაძლოა “ქათმებივით ამოხოცონ” განაცხადა მოდელმა და პოლიციას დაცვა სთხოვა.

FB კომენტარები

კომენტარი