შემზარავი ისტორია – აშშ-ში 5 წლის ბავშვი სანტა კლაუსის ხელში გარდაიცვალა (ვიდეო)

530
SHARE

განუკურნებელი სენით დაავადებული 5 წლის ბავშვი აშშ-ში სანტა კლაუსის ხელში გარდაიცვალა. გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ბავშვმა ისურვა, რომ სანტა მასთან საავადმყოფოში მისულიყო, რადგანაც შიშობდა, რომ შობამდე ვერ იცოცხლებდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 60 წლის ერიკ შმიდტ-მატცენი, იგივე სანტა კლაუსი საავადმყოფოში მივიდა და ბავშვს საჩუქარი მიუტანა. ბავშვი იმდენად დაუძლურებული იყო, რომ საჩუქარი ძლივს აიღო ხელში.
სანტა კლაუსმა ბავშვს უთხრა, რომ შობა მის გარეშე არ ჩაივლის. ასევე შმიდტ-მატცენმა განუცხადა, რომ მას შეუძლია თავი წარადგინოს როგორც სანტას თანაშემწემ და სადაც მივა, მას ყველგან გახარებულები შეხვდებიან.
ამ საუბრის შემდეგ ბავშვი პირდაპირ სანტას ხელში გარდაიცვალა. შმიდტ-მატცენმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ მან სანტა კლაუსის როლის შესრულებაზე უარის თქმასაც კი აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, რადგანაც გაახსენდა, თუ რამდენი ბავშვი ელოდებოდა მის საჩუქარს.

FB კომენტარები

კომენტარი