შატბერაშვილი მარგველაშვილზე: პრეზიდენტი არ უნდა იყოს მრავალფეროვანი სექსით დაკავებული

261
SHARE

პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს მოვუწოდო, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე არ შემცდარიყვნენ და გაეკეთებინოთ ისეთი არჩევანი, რომელიც მას შეეფერება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, – აღნიშნული განცხადება სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
“მოგეხსენებათ, დღვანდელი პრეზიდენტი, მოქმედი პრეზიდენტი, არ გახლავთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პიროვნება. ქართველი ხალხის არჩევანი იყო ბიძინა ივანიშვილი და ეს გახლავთ მსოფლიოში უპრეცედენტო პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნა ხათრით.
პრეზიდენტი, პირველ რიგში, ქვეყნის სახეა და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ის უნდა იყოს კომპეტენტური, უნდა იყოს უაღესად განათლებული, უნდა იყოს ქვეყნისათვის თავდადებული და მას პირადი ცხოვრება უნდა ჰქონდეს გვერდით გადადებული, უფრო სწორად მას პირადი ცხოვრება აღარ უნდა ჰქონდეს. ის მთლიანად უნდა უძღვნიდეს თავის თავს ქვეყნის სამსახურს და არა მრავალფეროვანი სექსით იყოს დაკავებული, როგორც დღევანდელი პრეზიდენტი აცხადებს”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი