შალვა ნათელაშვილის მორიგი მარგალიტი – პოლიტიკოსი მარსზე წყლის აღმოჩენას ეხმაურება (ვიდეო)

580
SHARE

რა კავშირი აქვს ქართველ ამომრჩეველს პლანეტა მარსთან?! ლეიბორისტული პარტიის ლიდერი NASA-ს მიერ, მარსზე წყლის თხევადი სახით აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. ჩვეული „მარგალიტი“ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“აღსრულდა, სამყაროში მარტო არა ვართ. როგორც ამ წუთებში გამოაცხადა ამერიკის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტომ, პლანეტა მარსზე აღმოჩენილია წყალი თხევად, გამდინარე მდგომარეობაში. სადაც წყალია, იქ რა თქმა უნდა, სიცოცხლეცაა. გილოცავთ ყველას ამ ისტორიულ დღეს. თუმცა, მთელი სერიოზულობით კაცობრიობა ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ადგენს რამდენი ამომრჩეველია საქართველოში”,- წერს ფეისბუქში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

შალვა ნათელაშვილი ცნობილია თავისი ენაწყლიანობით. ის ბევრ სასაცილო და უცნაურ ფრაზას ხმარობს, რომლებითაც ხალხს ახალისებს. პლანეტა მარსი მის ფრაზეოლოგიაში ხშირი ინტერვალით გამოიყენება. მას ეკუთვნის ცნობილი ფრთიანი ფრაზაც:

“2 ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში”.

გთავაზობთ ასევე ვიდეოს, სადაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, ისევ და ისევ პლანეტა მარსზე და ასევე, იესო ქრისტეს მოღვაწეობაზე საუბრობს.

FB კომენტარები

კომენტარი