“ყურადღებით შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

352
SHARE

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს “ფორტუნასთან” საუბრისას რჩევებს აძლევს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:33-დან 14:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულობა (ანუ მოძრაობის გასწორება) მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოგზაურობას და ინფორმაციის მოძიებას, გაუმჯობესდება კომუნიკაცია და ბევრად შედეგიანი იქნება ნებისმიერი მოლაპარაკება.

ყურადღებით შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები და დეტალურად შეისწავლეთ ძველი მონაცემები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იმიჯის შესაცვლელად, სხვათა რჩევების გასათვალისწინებლად და საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და თირკმელებს, კარგი დღეს კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი და ყავისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს”, – აცხადებს ასტროლოგი.

FB კომენტარები

კომენტარი