ყველაზე ძვირადღირებული სექსუალური მუშაკის გულახდილი საუბარი (ფოტოკოლაჟი)

327
SHARE

აშშ-ის შტატ ნევადაში პროსტიტუცია ბორდელებში ოფიციალურად ნებადართულია.

ზუსტად მანდ, Moonlite Bunny Ranch-ის დაწესებულებაში, შრომობს ელისა ლითლი – ყველაზე ძვირადღირებული სექს-მუშაკი ამერიკაში და შესაძლოა მთელ მსოფლიოშიც. მიუხედავად საზოგადობრივი განკითხვისა, მას საკუთარი საქმე უყვარს და თვლის, რომ ეს საუკეთესოა, რის გაკეთებაც შეუძლია.

ელისი დაიბადა დუბლინში და ამერიკაში 5 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა ამბობს, რომ პროფესია კარგი ანაზღაურების გამო აირჩია და თვლის, რომ სექსი მხოლოდ სქესობრივი კავშირი არ არის.

“ის, რასაც მე სინამდვილეში ვყიდი, – არის სიახლოვე. ინტიმურობა – ჯანმრთელობისა და კარგი ხასიათის საკვანძო ელემენტია. ეს, შესაძლოა, შეადარო იმას, როდესაც თქვენ კატას ეფერებით და წნევა გისტაბილურდებათ”, – ამბობს ელისი.

ის 20 წლისაა და ყვება, რომ ყოველწლიურად პრეზერვატივებში 2500 დოლარს ხარჯავს, საათობით სალონებში ზის და ყოველდღე ვარჯიშობს ტრენაჟორებზე.

ელისი თვლის, რომ მისი სპეციალობისთვის ბევრი რამის ცოდნაა საჭირო.

“მე ვარ ფსიქოლოგი, სპეციალისტი ურთიერთობებში და ექსპერტი სექსში”,-აცხადებს ის.

მისი თქმით, კარგად უხდიან და თვითონაც შეუძლია ტარიფის დადგენა.

ელისი კმაყოფილია საკუთარი სამსახურით და არც მისი ოჯახია წინააღმდეგი, მაგრამ გოგონას სურს, რომ პროსტიტუცია მის ქვეყანაში – ირლანდიაშიც ნებადართული იყოს.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი