ყველაზე ბინძური ერი ჩვენს პლანეტაზე და მათი შემაძრწუნებელი რიტუალები

894
SHARE

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირადი ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასიცოცხლო ქმედებებს შორის, რასაც ადამიანები ყოველდღე ვაკეთებთ. ბევრ თქვენგანს იმაზე წარმოდგენაც კი გაუჭირდება, რომ საერთოდ შესაძლებელია თუ არა არსებობდეს დედამიწაზე ერი, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე საერთოდ არ იბანენ, თუმცა ეს სიმართლეა. შორეულ აფრიკაში მაცხოვრებელი ტომი, რომელიც ბერგდამის სახელითაა ცნობილი, აბანოს ყოველგვარ პროცედურებს თავს არიდებენ იმ განმარტებით, რომ დაბანას უბედურების მოტანა შეუძლია. მოდით ერთად გადავხედოთ ჩვენი პლანეტის ყველაზე უბინძურესი ერის ცხოვრების წესებს.

შორეული აფრიკის ტომელი ბერგდამის მაცხოვრებლები ძირითადად მოლურჯო-მოშავო კანის ფერით ხასიათდებიან, თუმცა მთლიან სხეულსა და თავზე გაპოხილი ჭუჭყის გამო, ძნელად გაარჩევთ მათ ნატურალურ ფერს. მათ ტომში საიდან დაინერგა წყლის მიმართ შიში, ეს ფაქტი უცნობია, თუმცა მთლად ბინძურებადაც ვერ შევრაცხავთ, ვინაიდან გულმოდგინედ იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას და ცხოველური ტყავებისა და სპეციალური ხის ჯაგრისების მეშვეობით ხშირად იხეხავენ კბილებს. ვერც ეს ფაქტორი ვერ უნარჩუნებთ მათ ე.წ. “ჰოლივუდის ღიმილს”, ვინაიდან ხშირად მიირთმევენ მკვრივ საკვებს (მერქანი, ფესვები, მწერები), კბილებიც ბუნებრივია მალე ზიანდება და უხდებათ სპეციალური ჯოხებით მათი ამოღება.

მათი კერპია კამაბუ- მზის ღმერთი, ამიტომ ცეცხლის რიტუალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მთავარია მათ ღირებულებებს შორის. ცეცხლს, როგორც წესი ტომის უხუცესი ანთებს და ახლოს მისვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს გააჩნიათ, შემდეგ კი შესთხოვენ ავადმყოფების გამოჯანმრთელებას, ნადირობის დროს ნანადირევის სიუხვეს და ა.შ. დასნეულების შემთხვევაში კი, ტომის წარმომადგენლები მიდიან ე.წ. ჯადოქართან, რომელსაც ხელეწიფება მზის ღმერთთან დაკავშირება და გამოაქვს განაჩენი: თუ დაავადება არის ფატალური, მაშინ მასზე ზრუნვა წყდება და ის აუცილებლად უნდა დაიღუპოს მარტოობაში; ხოლო თუ განკურნებადია, ითვლება, რომ ეს მისი განსაცდელია და სამკურნალო პროცედურებს გადის. ერთ-ერთ ასეთ სამკურნალო პროცედურას წარმოადგენს სხეულის ადგილობრივი მოწვა, რაც მათთან ხშირია და ამიტომ ხშირად გვხდება ბერგდამელი შავკანიანები ნაწიბურებით (შრამი).

მნიშვნელოვან ეტაპს ბერგდამელ ტომელ ქალბატონებში წარმოადგენს სარძევე ჯირკვლების მომწიფება, ამ ეტაპამდე კი მათ ეკრძალებათ ისეთი საკვების მიღება, რომელსაც ზრდასრული ქალები მიირთმევენ. სარძევე ჯირკვლების მომწიფების შემთხვევაში კი ტარდება სპეციალური რიტუალი, სადაც გოგონებს უკეთებენ მკერდზე ჭრილობებს, შემდეგ ამ ჭრილობებს ლესავენ სხვადასხვა პროდუქტებთან შეზავებული ფქვილით და ელოდებიან ჭრილობების სრულიად შეხორცებას. პირველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ კი, ტარდება მომდევნო რიტუალი, რომელიც თხების მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და გოგონებს ეძლევათ სპეციალური მითითებები, სადაც უმთავრესია ქორწინებამდე სექსის აკრძალვა.

მამაკაცი ზრდასრულად ითვლება, თუ ტომის წარმომადგენელ მამაკაცებთან ერთად ჯგუფურ ნადირობას 2 დღის განმავლობაში ზედიზედ გადის, ნანადირევს კი მხოლოდ ტომის უხუცესები მიირთმევენ, თავად კი უფლება- საკვები მიიღოს, მხოლოდ მეორე ტრაპეზზე ეძლევა.

აქვე აღსანიშნავი რიტუალი ტარდება ბავშვის დაბადების შემდეგ. ახალშობილის მამა ვალდებულია ცეცხლზე შეწვას ხორცის მომცრო ნაჭერი, წაისვას ეს ხორცი საკუთარ კანზე, შემდეგ ამოგანგლოს ჭუჭყში, შეახვიოს პატარა ტომარაში და ჩამოკიდოს ბავშვს კისერზე, როგორც “თილისმა”, შემდეგ ჩვილს აფურთხებს მკერდზე, თითით შეაზელს და წარუდგენს მაყურებელ ტომს სახელთან ერთად, როგორც მათი ტომის სრულფასოვან ახალ წევრს.

უფრო შემაძრწუნებელ რიტუალს წარმოადგენს ორი ტყუპის დაბადება. მათი თქმით ეს ზებუნებრივი წყევლაა და იმისათვის, რომ წყევლას თავი დააღწიონ, ჩვილთაგან ერთ-ერთი ტყუპი ცოცხლად უნდა დამარხონ.

წყარო: 

FB კომენტარები

კომენტარი