ქუთაისელი „კაცი გამოძახებით“ მხოლოდ 50 წლამდე ქალებისთვის მუშაობს

556
SHARE

გაზეთი „P.S.“ გასულ კვირას ყველაზე სარფიანი და მომგებიანი კომპანიით დაინტერესდა. ამ კომპანიას „კაცი გამოძახებით“ ჰქვია, მასში რამდენიმე მამაკაცი მუშაობს და ერთი მოვალეობა აქვთ: ზარს დაელოდონ და გამოძახებაზე გავიდნენ. ქალ მეძავებს მამაკაცი კოლეგები გამოუჩნდნენ, ისინი საკუთარ სხეულს წუთობრივად აქირავებენ. საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის დადებას ჯერ ვერ ბედავენ, მხოლოდ სოციალური ქსელებით და ფორუმებით შემოიფარგლებიან და ასეთ განცხადებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ:
„მხოლოდ ბიზნესია, ერთსაათიანი მომსახურება – 200 ლარი. მთელი ღამით – 500 ლარი, რომელშიც შედის მასაჟი.
ჯერ ახალი კომპანია ვართ, მხოლოდ სამი კაცი გვყავს, თუ დაინტერესდებით ჩვენით, დაგვიკავშირდით ამ ნომერზე 5** 44 93 ** მხოლოდ 50 წლამდე ქალბატონები.“
გაზეთმა „P.S.“-მა გადაწყვიტა, ექპერიმენტი ჩაეტარებინა და აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე გოგონას დავარეკინეთ, მას პირობით სახელს – თიკას ვარქმევთ.
– გამარჯობა, მე თიკა ვარ, თქვენი შეტყობინება წავიკითხე ერთ–ერთ ფორუმზე და დავინტერესდი მომსახურებით. აბა, რას მთავაზობთ?
– გაგიმარჯოს, თიკა. მე გუგა მქვია, ჩვენთან მომსახურება სხვადასხვაფასიანია. სექსი ერთი საათი – 100 ლარი, მასაჟი პლუს 20 ლარი, ასევე ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ მასთან მთელი ღამით დარჩენას, რომელიც, თიკუ (გუგას ხმა ფამილარულად აჟღერდა), ძვირიანია და 400 ლარი ჯდება, მაგრამ შენ ხმაზე მომეწონე და შემიძლია 350 ლარში ჩაგატიო.
– ხო, მთელი ღამით მინდა, 28 წლის ვარ. წლების წინ გავთხოვდი და მალევე გამოვთხოვდი,მას შემდეგ კაცთან ურთიერთობა არ მქონია.
რამდენი წლის ხარ და ასევე მაინტერესებს, რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? ანუ იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს, გამოცდილი ხარ თუ არა, იმიტომ, რომ კარგი პარტნიორი მინდა.
– ეს ჩემი ბიზნესია, ამით ვარჩენ ოჯახს (იცინის). ერთი წელია, რაც ვმუშაობ და ბევრი შენნაირი მორცხვი დამიკმაყოფილებია. მე შენზე ოდნავ უფროსი – 29 წლის ვარ, თითქმის ტოლები ვართ. ადგილი მითხარი, სად მოვიდე და დანარჩენი იქ გავაგრძელოთ, თიკუ, რაა.
– ფულს რომ ვიხდი, ფიზიკურადაც კარგი მინდა, რომ იყო. აბა, აღმიწერე შენი თავი.
– (გუგა იცინის), მე… მე საოცრება ვარ, ყველას მოვწონვარ, ვისთანაც მქონია ურთიერთობა. ვარ ახალგაზრდა, შავგვრემანი, ენერგიული, სიმპათიური მამაკაცი. წლების განმავლობაში სპორტში დავდიოდი და საკმაოდ დაკუნთული ვარ, მეტი რა გითხრა, ერთი წელია, რაც ამ საქმეზე ვმუშაობ და შემაქვს ოჯახში ფული. აუ, ეგრე არ მინდა საუბარი, ჩემთან საუბარიც ფული ღირს. მითხარი, თუ გინდა, სად მოვიდე და მოვალ, ფულიც გაამზადე, რა თქმა უნდა.
სათქმელი მეტი აღარაფერი გვქონდა, თიკამ გამოუძახებლობის მიზეზად მაღალი ფასი მოიმიზეზა და ტელეფონი გაუთიშა. თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დარეკა გუგამ და ფასის დაკლება შესთავაზა თიკას. რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტი იყო და პირობითად თიკად წოდებული არც დაკლებულ თანხას დათანხმდა. კლიენტდაკარგულმა გუგამ კი ტელეფონი გულისწყრომით გათიშა.

წყარო: დრონი.ჯი 

Comments

comments