ქართველი მომხმარებლები ფეისბუქის ადმინისტრაციას მიმართვას უგზავნიან

181
SHARE

„Facebook, ნუ მისცემ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე!“ – ამ მოთხოვნით საქართველოში ფეისბუქის ადმინისტრაციისთვის უფიციალური მიმართვა მზადდება. პეტიცია http://manifest.ge/- ზე უკვე გამოქვეყნებულია და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. მიმართვა ფეისბუქს: გთხოვთ, ნუ მისცემთ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე!
საქართველოში, უკვე წელიწადზე მეტია, მომხმარებლის სურვილის მიუხედავად, ხდება Facebook-ჯგუფებში ვირუსულად გაერთიანება. ეს ჯგუფები, ძირითადად, ავრცელებენ სპამ-ინფორმაციას, რომელიც ხშირად შეიცავს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას ან არის სექსუალური შინაარსის, რაც ფეისბუქის აუდიტორიისთვის დიდ დისკომფორტს ქმნის. გთხოვთ, შეავსოთ პეტიცია ჯგუფებში უნებართვოდ გაწევრიანების აკრძალვის მოთხოვნით. “პალიტრა მედია” შედეგებს ფეისბუქს გაუგზავნის. რაც მეტი ადამიანი შეავსებს პეტიციას, მით უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი მოთხოვნა“, -აღნიშნულია საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
პეტიციის შესავსებად გადადით ბმულზე: http://manifest.ge/main/item/657

FB კომენტარები

კომენტარი