ქართველი მომღერლები, მოსკოვში მიიწვიეს – ვინ წარსდგება რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილ კონცერტზე

98
SHARE

13 ნოემბერს მოსკოვში კონცერტი სახელწოდებით „ქართული მუსიკის საღამო“ გაიმართება.
„ვეგას სითი ჰოლის“ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები წარსდგებიან.
„ქართული მუსიკის საღამოზე“ მიწვეული მომღერლები არიან: მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, კაკული გურიელაშვილი, ბესიკ კალანდაძე, გია სურამელაშვილი, თამთა ცხვიტავა და ანსამბლი „ქართული ხმები“.
ამ შემადგენლობას ადგილზე სოსო პავლიაშვილი, დიანა ღურწკაია და თამარ გვერწითელი შეუერთდება.

FB კომენტარები

კომენტარი