“ქალი, რომელსაც დედა თვალწინ დაუხვრიტეს” – რას ჰყვება ეკა ლეყვა ომიდან 26 წლის შემდეგ

196
SHARE

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
ფე­ის­ბუქ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ეკა ლეყ­ვა, ტრაგიკული ისტორიის შესახებ წერს, რომელიც მას გადახდა.

“…25 წლის უკან, დღე­ვან­დელ დღეს, ზუს­ტად ამ სა­ა­თებ­ში, ჩვენს თვალ­წინ დაგ­ცხრი­ლეს, დე… ძლივს მო­ვი­პო­ვე ეს ფოტო, “ოდ­ნო­ებ­ში” მქო­ნია შე­ნა­ხუ­ლი… გპირ­დე­ბი, შენს შე­სა­ხებ მო­ვუყ­ვე­ბი ყვე­ლას… თუ რა ბარ­ბა­რო­სუ­ლად გა­გი­მე­ტეს და ჩაგ­ცხრი­ლეს უდა­ნა­შა­უ­ლო, უმ­წეო ქალი, შვი­ლი და პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის თვალ­წინ… ნა­თელ­ში იყოს შენი სული და შენ­თან ერ­თად, აფხა­ზეთ­ში უმო­წყა­ლოდ, ჩა­ხო­ცილ­თა სუ­ლე­ბი…

27 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს, ბევრ ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რე, აფხა­ზე­თის ომზე გა­და­ღე­ბულს თუ მი­ძღვნილს… ძა­ლი­ან იმოქ­მე­და… ალ­ბად იმი­ტომ რომ, მე­ჩე­მი ის­ტო­რია მაქვს ცალ­კე, და არც თუ ისე, უბ­რა­ლო…. ვერ და­ვი­ძი­ნე და მო­მინ­და აქ, მეთ­ქვა სათ­ქმე­ლი. და­ვი­წყე კი­დეც, წინა პოს­ტში აღ­წე­რა, ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბის და ვერ შევ­ძე­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლად ცუ­დად გავ­ხდი.

…25 წე­ლია, მე ჩუ­მად ვარ. ამ ამ­ბავ­ზე ტაბუ მედო. ალ­ბად იმი­ტომ, რომ სინ­დის ქეჯნას ვერ ვუძ­ლებ­დი და სა­დღაც, ტვი­ნის უფსკრულ­ში, ცხრაკ­ლი­ტუ­ლი მედო. 25 წლის მან­ძილ­ზე, ეს ამ­ბა­ვი ხუთი ადა­მი­ა­ნის­თვის თუ მაქვს მო­ყო­ლი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ორით მეტი იყოს… და ისიც, ეტყო­ბა, ძა­ლი­ან მო­მაწ­ვა მაგ დროს ბურ­თი ყელ­ში… მინ­და გან­ვთა­ვი­სუფ­ლდე ამ ფიქ­რე­ბის­გან, ტან­ჯვის­გან… მი­ი­ღეთ, რო­გორც აღ­სა­რე­ბა…..

…მე დედა, მო­მაკ­ვდა­ვი, სულთმობ­რძა­ვი მი­ვა­ტო­ვე და გა­ვი­ქე­ცი… ფეხ­მოგ­ლე­ჯი­ლი, სის­ხლში მცუ­რა­ვი მი­ვა­ტო­ვეღვთის თუ მტე­რის ანა­ბა­რა და გა­ვი­ქე­ცი… მე მას ვუ­ღა­ლა­ტე. დედა-შვი­ლო­ბას ვუ­ღა­ლა­ტე….

მე თა­ვის საშ­ვე­ლად არ გავ­ქცე­ულ­ვარ ოღონდ.. მე, შვი­ლებს, თამ­თას და ირაკ­ლის გა­ვე­კი­დე… რომ­ლებ­საც… ასე­ვე, დაჭ­რილ­მა და სის­ხლში მცუ­რავ­მა, მათ­მა ბე­ბია (დე­დამ­თილ­მა ჩემ­მა) ხელი ჩა­ავ­ლო და გა­აქ­ცია…” ეკა, მე მივ­დი­ვარ. თუ არ მო­დი­ხარ, დარ­ჩი დე­და­შენ­თან მა­შინ და მი­ხე­დე… მე ბავ­შვე­ბი მიმ­ყავს” – თქვა. აქეთ, იქეთ და­ავ­ლო ხელი ბავ­შვებს და გა­იქ­ცა. არას­დროს ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე, არ და­გა­ყე­ნოთ უფალ­მა არას­დროს, რა­მე­თუ…

მე, დაჭ­რი­ლი დედა, ავიყ­ვა­ნე ხელ­ში, მი­ვაწ­ვი­ნე ლო­გინ­ზე, გა­და­ვუ­ჭი­რე ფეხ­ზე მაგ­რად ნა­ჭე­რი. სის­ხლს ვა­ჩე­რებ­დი ჩემი ჭკუ­ით, თვა­ლებ­ში ვერ ვუ­ყუ­რებ­დი. სული, გული ბავ­შვებს გაჰ­ყვა. 6 და 7 წლის ბავ­შვებს.. და­მი­ცხრი­ლა­ვენ, მო­მიკ­ლა­ვენ, რა ვქნა? არა­და, დედა რო­გორ მი­ვა­ტო­ვო? და ბავ­შვე­ბი? “დე, ბავ­შვებს გა­დავ­მა­ლავ სან­დო ად­გი­ლას და დავ­ბრუნ­დე­ბი. ცოტა მო­ით­მი­ნე, კარ­გი?” პა­სუხს არ ვე­ლო­დე­ბი, სამი თვის ქრის­ტი­ნას, ვი­ტა­ცებ ხელ­ში, ინ­სტიქ­ტუ­რად იქვე მიგ­დე­ბულ, პი­ლი­ონ­კე­ბით სავ­სე, სპორ­ტულ ჩან­თას ვი­კი­დებ მხარ­ზე და მივ­დი­ვარ კა­რე­ბის­კენ…

ზღურ­ბლთან ვქვავ­დე­ბი წა­მი­ე­რად და უკან ვი­ხე­დე­ბი… “უკა­ნას­კნე­ლად შე­ხე­დე დე­და­შენს!” მიბ­რძა­ნა ვი­ღა­ცამ, თით­ქოს გაბ­რა­ზე­ბულ­მა… მი­ვი­ხე­დე… მარ­ჯვე­ნა ფეხი, ხე­ლე­ბით ეჭი­რა. ფეხს, რომ ვამ­ბობ, მუხლს ქვე­მოთ, შუა წვივ­ზე გა­დამ­სხვრე­უ­ლი, ერთ ტყავ­ზე ეკი­და მთე­ლი ტერ­ფით… სის­ხლი? არც იკი­თხოთ… იც­ლე­ბო­და… თავი ჩემ­კენ ქონ­და მობ­რუ­ნე­ბუ­ლი და… თვა­ლე­ბი… თვა­ლე­ბი… იქ­ნებ არ და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ მე ახლა სიმ­წრის­გან ვყმუი… ვტი­რი, ვღ­მუი და ვაგ­რძე­ლებ წე­რას… უნდა ვთქვა ბო­ლომ­დე, შევ­პირ­დი დღეს, ან­თე­ბულ სან­თელ­თან დე­დას…

თვა­ლე­ბი… იცით რა იყო თვა­ლებ­ში? მი­დი­ხარ? მტო­ვებ? რა მეშ­ვე­ლე­ბა? მე­ში­ნია… არ წახ­ვი­დე, მე­ში­ნია – ეწე­რა თვა­ლებ­ში…. შიში და უი­მე­დო­ბა ეწე­რა. სა­სო­წარ­კვე­თა ეწე­რა… და მე მა­ინც, გა­დავ­დგი ფეხი და გა­ვი­ქე­ცი.. რა­ტომ გა­ა­ჩი­ნე ღმერ­თო, დედა-შვი­ლო­ბა? რა­ტომ დგას ყვე­ლა­ფერ­ზე წინ შვი­ლი? რა­ტომ და­მა­ყე­ნე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, რა­ტომ? რა შეგ­ცო­დე ასე­თი მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი?.. მოკ­ლედ, გა­ვე­კი­დე შვი­ლებს, რომ ისი­ნი გა­და­მერ­ჩი­ნა.

29 სექ­ტემ­ბერს, ნა­შუ­ა­დღევს, ჩაის ფაბ­რი­კის, ბი­ნე­ბის უკა­ნა ქუ­ჩას მი­ვა­დე­ქით… სვა­ნე­თის­კენ გზა ვერ გა­ვაგ­რძე­ლეთ და დავ­ბრუნ­დით. სი­ჩუ­მეა, არა­ვინ ჭა­ჭა­ნებს. თურ­მე ყვე­ლა იმა­ლე­ბა ყა­ნებ­ში. ფრთხი­ლად მი­ვა­ბი­ჯებთ ორ­ღო­ბე­ში. გვინ­და სად­მე მო­ვას­წროთ შე­მალ­ვა. უცებ ავ­ტო­ბუ­სი შე­მო­რი­ხინ­და სა­ი­დან­ღაც.. კა­რე­ბი გა­ი­ღო და გად­მო­ვი­და და გად­მო­ვი­და, აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი, მა­გათ მებ­რძოლს რო­გორ ვუ­წო­დებ, მაგ ნა­ძი­რა­ლებს.

გა­მო­იქ­ცნენ ჩვენ­სკენ. წინ ერთი და­წი­ნა­ურ­და და მეგ­რუ­ლად მე­უბ­ნე­ბა.. ჩქა­რა შე­ას­წა­რი სად­მე, და­ი­მა­ლე და და­მა­ლე ბავ­შვე­ბი. თან შებ­რუნ­და და და­ნარ­ჩე­ნებს ეუბ­ნე­ბა: – ცო­და­რე, ცოდა, ბა­ღა­ნებ, იდას… (ცოდ­ვაა, ცოდ­ვა ბავ­შვე­ბი, წა­ვი­დე­სო)..

ვი­ღა­ცის სახ­ლში შე­ვირ­ბი­ნეთ და უკა­ნა მხა­რეს ავე­ფა­რეთ… დე­დამ­თი­ლი, მა­ნამ­დე დაგ­ვშორ­და. ვნა­ხავ, ბი­ნებ­ში რა ხდე­ბა, რო­ინს წა­მო­ვიყ­ვან (მაზლზე თქვა) და მო­ვალ, წა­გიყ­ვანთ, შე­დით მანდ სახ­ლში, მა­ნამ­დე და­ი­მა­ლე­თო. ვერ მო­ვას­წა­რით, მოგ­ვის­წრეს.. ორ-ორად, სამ-სა­მად შე­მო­დი­ოდ­ნენ, დაგ­ვხე­დავ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ, გვლან­ძღავ­დნენ და… ამ პა­ტა­რას უმად­ლო­დეთ – ამის თქმით გა­დი­ოდ­ნენ. ეს პა­ტა­რა კი, სამი თვის ქრის­ტი­ნა იყო, ზეწ­რებ­ში გახ­ვე­უ­ლი. იმე­დი მო­მე­ცა, რომ არ დაგ­ვხო­ცავ­დნენ…

უცებ დედა მე­უბ­ნე­ბა, შე­ხე­დე შენი დე­დამ­თი­ლი და­უ­ჭე­რი­ათ, აფხა­ზებს მოჰ­ყავ­თო. გა­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან, მო­აპ­რო­წი­ა­ლებ­დნენ. ერთი წუ­თით არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ბავ­შვი­ა­ნად გა­ვი­ჭე­რი გა­რეთ. იმე­დი მქონ­და ქრის­ტი­ნა გა­და­მარ­ჩენ­და.

– რა გვა­რის ხარ, რა გვა­რის ხარ?

– და­მი­წყო ყვი­რი­ლი აფხაზ­მა. სა­ჯა­ია ვე­უბ­ნე­ბი. დე­დამ­თილ­საც იგი­ვე უთ­ქვამს, სა­ჯა­ია ვარ, ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბია მან­დო. და­ემ­თხვა, გა­დავ­რჩით. გვე­გო­ნა… გა­მოგ­ვყვა უკან.

– სა­დაა შენი ქმა­რი? ამ ბავ­შვის მამა სა­დაა? ომობ­და ხომ? – ღრი­ა­ლებს სა­ქო­ნე­ლი.

– არა, რას ამ­ბობთ, რუ­სეთ­შია, არც კი იცის შვი­ლი, რომ გა­უჩ­ნდა… ვი­ტყუ­ე­ბი, არა­და ომობ­და, თა­ნაც თეთრ გვარ­დი­ა­ში, “გი­ჟე­ბის ბა­ტა­ლი­ონ­ში”.

– დენ­გი ესტ? ზო­ლო­ტა ესტ?..

– ყვი­რის.

– არა, ვე­უბ­ნე­ბით.

ყვე­ლა­ნი სახ­ლს უკან, გა­რეთ ვდგა­ვართ. დედა, იკა, თაკო, დე­დამ­თი­ლი, მე ჩვი­ლით ხელ­ში. კაცი გამ­ხე­ცე­ბუ­ლია. ცის­ფერ თვა­ლებ­ში ეშ­მა­კი უზის. ჭა­ღა­რა, თმე­ბი და წვე­რე­ბი, სა­დღაც ორ თვეს ით­ვლი­ან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებს. მა­ღა­ლი, მო­სუ­ლი ტა­ნით და ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მზე­რით… შენს სა­ხეს რა და­მა­ვი­წყებს ნა­დი­რო?

– ტი ზნა­ე­ეშ? – დე­დამ­თილს ეუბ­ნე­ბა.

– მაია მამა, ნა ტი­ბია ბილა პა­ხოჟა ი ვაში გრუ­ზი­ნი ზას­ტრე­ლი­ლი იო, ზნა­ე­ე­ეშ?.. ია იხ­ნიი… – და აგი­ნებს უსაშ­ვე­ლოდ, ყვი­რის, ღრი­ა­ლებს. თვა­ლე­ბი ჩა­უ­სის­ხლი­ან­და… გად­მო­ი­ღო კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტი, მო­მარ­თა…

– ნუ ი ვზდოხ­ნი ტი ტოჟე, ტვა­იუ მამუ ნა…

და.. გა­ჩერ­და დრო… და­მეხ­შო სმე­ნა. მე ავ­ტო­მა­ტის ხმა არ გა­მი­გია.. და­მი­გუბ­და გო­ნე­ბა, და­მეხ­შო. სრულ სი­ჩუ­მე­ში, უბ­რა­ლოდ, მოძ­რავ ადა­მი­ა­ნებს ვხხე­დავ­დი.. ვხე­დავ­დი დე­დამ­თილ­მა, თვა­ლე­ბი რო­გორ გად­მო­კარ­კლა… მერე, იკას ხელი და­ავ­ლო, კუ­თხე­ში მი­აგ­დო და გა­და­ე­ფა­რა… დედა ას­კინ­კი­ლა ხტუნ­ვით ოთა­ხის­კენ მიხ­ტო­და… ვუ­ყუ­რებ, ამ სი­ჩუ­მე­ში, ამ ყვე­ლა­ფერს. ყუ­რე­ბი წი­ვი­ან. ვუ­ყუ­რებ, ეს რა ხდე­ბა?? ასე, კი­ნოს ფი­რი­ვით რა­ტომ მოძ­რა­ო­ბენ?? რა­ღაც ხმა შე­მო­მეს­მა. ვი­ღა­ცა ღნა­ვის თუ ბლუ­ყუ­ნებს… თურ­მე მე ვარ, ბავ­შვით ხელ­ში, ამ აწო­წილ, ბუ­რძგლი­ან აფხაზს ვე­კი­დე­ბი ყელ­ზე…

ვლუღ­ლუ­ღებ… ვხა­ვი­ვარ…. ნი სტრი­ლი­აი და­რა­გოი, უმა­ლა­იუ, ნი­ნა­და.. და ვუ­კოც­ნი ბინ­ძურ სა­ხეს, ყელს, ვეხ­ვე­ვი, ვე­მუ­და­რე­ბი… გაჭ­რა, შეკ­რთა თით­ქოს… გა­ჩერ­და… იხ­ტი­ბა­რი მა­ინც არ გა­ი­ტე­ხა.. “ჩე­რეზ დვა­ციტ მი­ნუტ ვერ­ნი­უს, ი ესლი, ზო­ლო­ტა ი დენ­გი გა­ტო­ვა ნი ბუ­დეტ, ვსეხ ზას­ტრე­ლიუ ნა ხ…, (იგი­ნე­ბა) სე­რავ­ნო ვა­ი­ნა სპი­შიტ”-ო და გაბ­რუნ­და და გა­ვი­და ეზო­დან… …ფე­ხი­იი…დე­დაა… დე­დი­კო­ოო, ფე­ხი­იი… – მეს­მის ირაკ­ლის ბღა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­სკენ გა­მორ­ბის და დაფ­ლე­თილ შარ­ვლი­ან და სის­ხლი­ან მუხლს მაჩ­ვე­ნებს… თვალთ მე­ბინ­დე­ბა…

მახ­სოვს, ქრის­ტი­ნა მა­გი­და­ზე მო­ვის­რო­ლე… მივ­ვარ­დი იკას, გა­დაფ­ლე­თილ, და­ხე­ულ შარ­ვალ­ში ვი­ხე­დე­ბი მუხლთან.. გი­ჟი­ვით ვი­ცი­ნი. სა­ში­ში არა­ფე­რია, ჯინსმა გა­და­არ­ჩი­ნა, ტყვია აის­ხლი­ტა, შარ­ვა­ლი გაფ­ლი­თა და მუხ­ლი გა­და­უ­ტყა­ვა მხო­ლოდ, ძვლამ­დის არ ჩა­ვი­და. ვი­ცი­ნი დე­ბი­ლი­ვით და თვა­ლი, უცებ ძირს დაგ­დე­ბულ დე­დას ამ­ჩნევს. შენ რაღა გჭირს? ვყვი­რი­ვარ.. მომ­კლეს, მომ­კლეს, ვერ ხე­დავ? და ფე­ხის­კენ მა­ხე­დებს.

…არა­ვის, არა­ვის გა­მო­გე­ცა­დოთ ეს სიმ­წა­რე არას­დროს, არას­დროს.. ვი­საც ომი, არ გა­მო­უვ­ლია, მა­გან არ თქვას ვიცი, რა არის ომიო… ომი, რო იცო­დე რა არი, უნდა იწ­ვნიო თავ­ზე.. მა­შინ და­ა­ფა­სებ მშვი­დო­ბას… პე­სი­მის­ტუ­რად ჟღერს ვიცი, მაგ­რამ აქ­სი­ო­მაა ეგ… …მუხლსა და წვივ შო­რის, არ ვიცი, რამ­დენ­მა ტყვი­ამ ქნა ეს, გა­დაგ­ლე­ჯი­ლი ფეხი, ტყავ­ზე ეკი­და და სის­ხლი თქრი­ა­ლით სდი­ო­და… თუ არ გავ­გიჟ­დე­ბო­დი არ მე­გო­ნა.. დედა, შენ მო­გიკ­ვდი, მო­გიკ­ვდი მეე..

ვი­კივ­ლე და ვეცი… ვი­თომ გა­და­ვუ­ჭი­რე ნაჭ­რით ფეხი, სის­ხლის შე­სა­ჩე­რებ­ლად.. ავიყ­ვა­ნე და ლო­გინ­ზე მი­ვაწ­ვი­ნე… იცით? შე­წუხ­და.. ფეხი გვერ­დზე გას­წია.. სირ­ცხვი­ლია, სხვი­სი ლო­გი­ნი არ გავ­სვა­რო­თო… მაგ დროს, მა­გა­ზე ფიქ­რობ­და.. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, შენ ვინ მყო­ლი­ხარ, დე, მე­ა­მა­ყე­ბა, შენი გაზ­რდი­ლი რომ ვარ… რო­გორ ამ­ბობ­დი? შო­ბას არა აქ ჭკუა, მთა­ვა­რი გაზ­რდა­ა­ოო… მარ­თა­ლი ყო­ფილ­ხარ, უძ­ვირ­ფა­სე­სო ადა­მი­ა­ნო.

– …ეკა გა­ვიქ­ცეთ, მობ­რუნ­დე­ბი­ან და ჩაგ­ვხო­ცა­ვენ აქ, გა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბი…

– მეს­მის ამ მწუ­ხა­რე­ბა­ში დე­დამ­თი­ლის, ცი­ა­ლა დე­დას ხმა – არ­სად არ მოვ­დი­ვარ, რაა, დედა დავ­ტო­ვო­ოო? – ვკი­ვი­ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლი…

“იყა­ვი მა­შინ, მე მიმ­ყავს ბავ­შვე­ბი, დარ­ჩი და შე­ა­კა­ლი თა­ვიო”… – გამ­წა­რე­ბულ­მა მიყ­ვი­რა მა­ნაც… “შე­მომ­ხე­დე, შე­მომ­ხე­დე, მეც დაჭ­რი­ლი ვარ”.. ყვი­რის და გა­დაგ­ლე­ჯილ ფეხს და მკლავს მაჩ­ვე­ნებს… “ბავ­შვე­ბი უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, გეს­მის ჩემი?” ყვი­რის… მე ვერ ვაზ­როვ­ნებ, მთლად გავ­გიჟ­დი… ცე­ცხლი მი­კი­დია, ორ მხრივ… …”მე მივ­დი­ვარ”… მეს­მის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი. მი­ვი­ხე­დე და ცი­ა­ლაც მი­ე­ფა­რა თვალს ბავ­შვე­ბი­ა­ნად… …ზღურ­ბლზე ვდგა­ვარ და უკა­ნას­კნე­ლად ვუ­ყუ­რებ დე­დას, მინ­და ჩა­ვი­ბეჭ­დო გო­ნე­ბა­ში, რომ აღა­რა­სო­დეს და­მა­ვი­წყდეს. ვგრძნობ და ზუს­ტად ვიცი, მე­ტად ვერ ვნა­ხავ… გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, გა­ვე­კი­დე ბავ­შვებს… დავ­ტო­ვე მარ­ტო… შე­ვა­ტო­ვე სიკ­ვდილს ხელ­ში, უნუ­გე­შოდ, უპატ­რო­ნოდ და გა­ვი­ქე­ცი… მა­პა­ტიე, დე…

სი­მინ­დის ყა­ნებ­ში წა­მო­ვე­წიე ბავ­შვებს.. ტყვი­ე­ბი ზუ­ზუ­ნით მოგვზდევ­და.. ჩვენს გვერ­დით, უკან, წინ ტყდე­ბო­და სი­მინ­დის ღე­რო­ე­ბი, წი­ოდ­ნენ ტყვი­ე­ბი ყურ­თან, ცხვირ­წინ. გავ­რბო­დით უკან­მო­უ­ხე­და­ვად. მოგ­ვდევ­და ტყვი­ე­ბი, წი­ვი­ლით,ზუ­ზუ­ნით, მაგ­რამ არ გვე­კა­რე­ბო­და.. სიკ­ვდი­ლი უკვე, მსხვერ­პლს სულს აძ­რობ­და უმო­წყა­ლოდ, ჩვენ­თვის არ ეცა­ლა… შე­ი­წი­რა ჩვენს სა­ნაც­ვლოდ…

…იმ დღეს, უკან ვერ მივ­ბრუნ­დი. გა­დაწ­ვეს და გა­და­ბუ­გეს უკა­ნა ქუჩა. დი­ლამ­დის ის­როდ­ნენ და აფეთ­ქებ­დნენ სახ­ლებს, ძარ­ცვავ­დნენ, ყვლეფ­დნენ, ხო­ცავ­დნენ და ვერ ძღე­ბოდ­ნენ მა­ინც… ეშ­მა­კი ეჯ­დათ სულ­ში და სხე­ულ­ში და არ ინ­დობ­დნენ არა­ფერს და არა­ვის… მე­ო­რე დღე­საც ვერ გა­და­ვე­დი… იწ­ვო­და და ქოთ­ქო­თებ­და იქა­უ­რო­ბა.. ჯო­ჯო­ხე­თი მი­წა­ზე გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო, სიკ­ვდი­ლი არ ინ­დობ­და, მო­ხუცს, ქალს, კაცს, ბავ­შვს, ღორს, ძაღლს, ძრო­ხას… ყვე­ლა ერ­თად ეყა­რა ქუ­ჩებ­სა თუ ორ­ღო­ბე­ებ­ში…

ში­შის­გან გა­და­ლე­უ­ლი და მწუ­ხა­რე­ბის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ბავ­შვებს ვერ ვტო­ვებ­დი… თა­ნაც, სტრე­სის­გან რძე გა­მიშ­რა. სამი თვის ბავ­შვი, მში­ე­რი მყავ­და და ვერ ვა­ჩუ­მებ­დი. დე­დამ­თი­ლი ვერ დგე­ბო­და, დაჭ­რი­ლი და სი­ცხი­ა­ნი იწვა. ვი­მა­ლე­ბო­დით, გა­რეთ მხე­ცე­ბი და­თა­რე­შობ­დნენ. ვერ ძღე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი სის­ხლით…

…მე­სა­მე დღეს გა­ვე­პა­რე დე­დამ­თილს და ბავ­შვებს და გა­და­ვე­დი უკა­ნა ქუ­ჩა­ზე, სა­დაც დედა დავ­ტო­ვე… სახ­ლი გა­და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა… შე­ში­ნე­ბუ­ლი, ფე­ხაკ­რე­ფით დავ­დი­ვარ დამ­წვარ სახ­ლში და დე­დას და­ვე­ძებ… ჰმ… მარ­თლა მქონ­და იმე­დი ნე­ტავ, რომ ვი­პო­ვი­დი, და თა­ნაც ცო­ცხალს? უცებ სა­ი­დღა­ნაც, ვი­ღაც კაცი ამე­ტუ­ზა… გული გა­და­მი­ქან­და.

– ვის ეძებ? – მე­კი­თხე­ბა ცი­ვად.

– გუ­შინ­წინ აქ, დაჭ­რი­ლი ქალი დავ­ტო­ვეთ – ვლუღ­ლუ­ღებ დარ­ცხვე­ნი­ლი, რომ დავ­ტო­ვე, მრცხვე­ნია…

– ანა უმერ­ლა, პა­ხა­რა­ნი­ლი მი… (სო­მე­ხი იყო) ბედ­ნა­ია, დვა ჩასა მუ­ჩა­ლას ი უმერ­ლა…

იცით, რას ყვი­რო­და თურ­მე?… არა­ვინ არ ხართ ქრის­ტი­ა­ნი, და­მეხ­მა­რეთ, ღმერ­თი არ გწამ­თო? იცი რას გე­ტყვი, დეე? შენ­ნა­ი­რი სიკ­ვდი­ლი მარ­გუ­ნოს ღმერ­თმა მეც და უპატ­რო­ნოდ მომ­კლას… აი, მა­შინ და­მიმ­შვიდ­დე­ბა სინ­დი­სი… მა­ნამ­დე, რაც არ უნდა ვი­მარ­თლო თავი, ფუ­ჭია… და, არც ერთ ნუ­გეშს, არა აქვს აზრი ჩემ­თვის…” – წერს ეკა ლეყ­ვა.

FB კომენტარები

კომენტარი