ქათმის ფილე მანგოს სოუს „სალსაში“

106
SHARE

ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 2 ცალი ,
მანგო -1 ცალი,
ავოკადო -1 ცალი,
წითელი ბულგარული წიწაკა -1/ 2 ცალი,
ხახვი -1 ცალი,
ოხრახუში – 3 ღერი,
ლიმონი -1 ცალი,
წითელი ღვინის ძმარი – 1 ჩ/კ.
სოიოს სოუსი -30 მლ,
მდოგვი- ½ ჩ /კ ზეითუნის ზეთი,
ნიორი -1 კბილი, მარილი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: მანგო, ავოკადო, ხახვი, ბულგარული წიწაკა საშუალო ზომის კუბიკებად დავჭრათ, ძმარი, ლიმონის წვენი დავუმატოთ და მაცივარში 1 საათით შევინახოთ. ნიორი დაჭყლიტოთ, სოიოს სოუსი, ზეთი და მდოგვი დავუმატოთ, ფილე 4 ნაწილად დავჭრათ, ნივრის ნაზავი წავუსვათ და 1 საათით მაცივარში შევდგათ, შემდეგ ფილე ორივე მხრიდან გრილზე შევწვათ და ზემოდან სალსას სოუსი მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი