ქათამი გრილზე ჩინურად

444
SHARE

ინგრედიენტები:
ქათამი, მარილი 2 ს.კ.
შაქარი 1 ს.კ.
მიხაკი 6 ბუტონი, დარიჩინი
2 ჯოხი, კამის თესლი
1 ს.კ სიჩუანური პილპილი
1 ს.კ ( ან ჩვეულებრივი პილპილის მარცვლები)
ჯანჯაფილი (კოჭა) 3 სმ ფესვი
ჩილი წიწაკა 1, ქინძი 1 პატარა კონა, ხახვი 1 კონა.
მომზადების წესი: დარიჩინი, მიხაკი, კამის თესლი და პილპილი მშრალ ტაფაზე მოვხალოთ, რათა არომატი უკეთ გაუშვას. ჯანჯაფილი გავასუფთავოთ და წვრილ ჩხირებად დავჭრათ. მწვანე ხახვის თეთრი თავები გავჭრათ შუაზე. ზედა მწვანე ნაწილი კი ქინძთან და ჩილი წიწაკასთან ერთად წვრილად დავჭრათ.
ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და ზედმეტი ცხიმი მოვაცილოთ.
მოვამზადოთ მარინადი. ქვაბში ჩავასხათ 2 ლ წყალი, წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი, შაქარი, მოხალული სუნელები. გავაციოთ, დავამატოთ ჯანჯაფილი და მწვანე ხახვის თავები. ჩავდოთ მარინადში ქათამი და შევინახოთ მაცივარში 12 საათი.
გახურებული გრილის ბადეს ცხიმი წავუსვათ და დავდოთ მარინადიდან ამოღებული ქათამი. ქათამი წინასწარ გავჭრათ შუაზე, მოვაცილოთ სუნელების ნარჩენები, გრილზე დადების შემდეგ კი დავადოთ აგური, რომ ბრტყელი ფორმა მიიღოს. შეწვის დროს პერიოდულად ვატრიალოთ, რომ არ დაიწვას და თანაბრად მომზადდეს. დრო დამოკიდებულია ქათმის ზომასა და გრილის სიმხურვალეზე.

FB კომენტარები

კომენტარი