ფეხების გასახდომი, ცელულიტის დასაშლელი და კანზე ნახეთქების გასაქრობი სახვევები

570
SHARE

1. სახვევი თაფლით. შეათბეთ ჯამში თაფლი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი ნებისნიერი ციტრუსის ზეთი (ფორთოხლის, მანდარინის ან შესაძლებელია, ჟოჟობაც).
წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ზონებზე, მჭიდროდ შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით, ჩაიცვით ყველაზე თბილი სამოსი და ერთი საათით წამოწექით. შემდეგ შემოიცალეთ ცელოფანი და მიიღეთ შხაპი.

2. თიხის სახვევი. ეს ანტიცელულიტური სახვევი საუკეთესოდ წვავს ცხიმის ფენას. უკეთესია, თუ ცისფერ თიხას გამოიყენებთ, რადგან მასში დიდი რაოდენობით კანისთვის სასარგებლო მიკროელემენტები შედის. გახსნით თიხა ცოტაოდენ თბილ წყალში სქელი არაჟნის სისქის მიღებამდე. თანაბრად გაინაწილეთ პრობლემურ ზონებზე და შეიფუთეთ ცელოფნით. გაიჩერეთ ერთი საათი. ამ სახვევის დროს შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, ან მაგალითად, დაალაგოთ სახლი.

3. სახვევი წიწაკითა და დარიჩინით. ამ მასის მოსამზადებლად 2 ჩაის კოვზ დაფქულ დარიჩინს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 7-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ამ სახვევის გაკეთების წინ და შემდეგ ერთი საათი არ შეიძლება არაფრის დალევა. არც წყლის. ეს სახვევი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზი და ვენების სხვა დაავადება.

ეფექტის მისაღებად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახვევის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. ასე თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ცელულიტისგან გათავისუფლებას, და ფეხების გახდომას, არამედ კანზე გაჩენილი ნახეთქების გაქრობასაც.

წყარო: მარაო.ჯი

FB კომენტარები

კომენტარი