ფეხბურთის თამაშის დროს სტადიონს მეხი დაეცა ( ვიდეო)

32
SHARE

ბრაზილიაში გამართული საფეხბურთო მატჩი დრამატული ეპიზოდით დასრულდა. სან-პაულუს თასის შეხვედრა იუნიორებს შორის იმის გამო შეწყდა, რომ ერთ-ერთი გუნდის მცველმა გონება დაკარგა. მოთამაშე გაზონზე მას მერე დავარდა, რაც სტადიონს მეხი დაეცა.
„თავბრუ დამეხვა, ფეხი გამიშეშდა. მოვახერხე სკამამდე მისვლა, შემდეგ კი თვალებში დამიბნელდა. მეტი არაფერი მახსოვს. გონზე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი, სადაც ექიმები მეკითხებოდნენ, თუ რამდენ თითს ვხედავდი“, -განაცხადა დაზარალებულმა ფეხბურთელმა.
მოგვიანებით სიტუაცია მისმა კლუბმა განმარტა. აღმოჩნდა, რომ მას მეხი არ დასცემია, ის მის სიახლოვეს დაეცა, რამაც შოკი გამოიწვია და შედეგად გონების დაკარგვა გამოიწვია. ამჟამად ფეხბურთელი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

FB კომენტარები

კომენტარი