“ფეისბუქი შეამოწმეს და ოდნოკლასნიკები აღმოჩნდაო” – სახალისო გამოხმაურებები “ფეისბუქის” შეფერხებაზე

97
SHARE

გასულ ღამეს სოციალურმა ქსელმა “ფეისბუქმა” არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება განიცადა. ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება, თუმცა სოცქსელის ქართველი მომხმარებლებისთვის აღნიშნული შეფერხება სახალისო პოსტების ინსპირაცია გახდა.

“გამეთიშა “ფეისბუქი”. გავიცანი ოჯახი. არ ჩანან მთლად ცუდი ხალხი.”

“გუშინ ბაგრატიონები აღმოჩნდნენ სიხარულიძეები. დღეს მარკ ცუკერბერგი აღმოჩნდა ემზარ კვიციანი. რა მოგველის ხვალ?”

“მარკ! – პასუხი არ არის”

“ცუკერ, ნუ გაგვწირავ ოდნოკლასნიკებისთვის და 5+ შენ”

“ჩემთან ინსტაც და ფბ-ც ულამაზესად მუშაობს. გეცხოვრათ ვაკეში”

“ფეისბუქის” მთავარ ოფისში ვიღაც კლავიატურას დააჯდა, მგონი და ვერ ხვდება”

“აღარც შვებულება გვინდა, აღარც მოგზაურობა და არც დასვენების დღე. თქვენ თუ ვერ გაიგეთ, რათ გვინდა”

“ფეისბუქი” შეამოწმეს და ოდნოკლასნიკები აღმოჩნდაო, დაიწერა უკვე?” 

ბონუსი : თაკო ჩარკვიანის ახლად შექმნილი პარტიის “კანონი და სამართალი” წევრი ნატა გულიაშვილი წერს: 

 

FB კომენტარები

კომენტარი