უხილავმა ძალამ ხაშურის საავადმყოფოში ხატებს ცეცხლი გაუჩინა?

166
SHARE

ხაშურის საავადმყოფოში სასწაული დაფიქსირდა. თვითმხილველი ექიმების თქმით, ხატებს ცეცხლი ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე გაუჩნდა, სალოცავ კუთხესთან ანთებული სანთელიც არ ყოფილა და ახლოსაც კი არავის ჩაუვლია. “კვირა+” თვითმხილველ სანიტარს გაესაუბრა, რომელმაც ამ ფაქტის ახსნა ვერ შეძლო. „დამწვრის სუნი ვიგრძენით, თავიდან სიგარეტის კვამლი გვეგონა, მაგრამ ოთახში რომ შევედით, ხატები იწვოდა. ოთახში არავინ ყოფილა და ამ კუთხესთან სანთელიც კი არავის დაუნთია. გაურკვევლობაში ვიყავით, მამა კახაბერს მივმართე, რომ აეხსნა ეს ფაქტი. მამაომ საავადმყოფოში მომხდარ ცოდვებზე ისაუბრა, კერძოდ კი – გაკეთებულ აბორტებზე. გვითხრა, სამი დღე დაგვეტოვებინა, რომ ყველას ენახა, შედეგ კი რომელიმე ტაძარში გადაგვებრძანებინა” ,- განუცხადა “კვირა+”-ს სანიტარმა.

FB კომენტარები

კომენტარი