“უცებ წყალში ჩავარდა, მისი შემოქმედების ნაწილი გვეგონა” – გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი მდინარეში იპოვეს (ფოტო)

557
SHARE

ინდოეთში ილუზიონისტი “ტრიუკის” კეთების დროს გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ის პოლიციამ მდინარეში დამხრჩვალი იპოვა.

ილუზიონისტს ყვითელი კოსტუმი ეცვა, ხოლო ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ილუზიონისტს “ტრიუკის” შესრულებისას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აცნობა პოლიციას ახალგაზრდა კაცის მდინარეში ჩავარდნის შესახებ.

“იქვე ვიდექი, უამრავი ადამიანი ტკბებოდა მისი ნომრით, უცებ წყალში ჩავარდა, ეს მისივე შემოქმედების ნაწილი გვეგონა”, – თქვა თვითმხილველმა.

FB კომენტარები

კომენტარი