“უცებ, რაღაც მძიმე საგანი ვიგრძენი” – რას ჰყვება 20 ივნისის ღამეს დაშავებული კომიდან გამოსვლის შემდეგ (ვიდეო)

55
SHARE

20 ივნისის, “გავრილოვის ღამის” საპროტესტო აქციის დროს დაშავებული დავით გრიგორიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ დარბევის დეტალებზე საუბრობს.

46 წლის კაცი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას სპეცრაზმელების მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა. მისი განმარტებით, აქციას გვიან ღამით შეუერთდა და სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ადამიანმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

FB კომენტარები

კომენტარი