“უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში” – გიორგი გახარია

26
SHARE

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის განსავითარებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია შიდა ტურიზმის განვითარება, ამიტომ მოსახლეობა უნდა დაკავდეს აღნიშნული საქმით, საზღვარგარეთ წასვლის სანაცვლოდ:

“ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ – არ ვიტყვი, სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

FB კომენტარები

კომენტარი