ულამაზესი ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც მოდის მწვერვალებს იპყრობს (ფოტოკოლაჟი)

145
SHARE

​ვალენტინა სამპაიო ბრაზილიელი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც მოდის ბიზნესში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს. სამპაიო პირველი ტრანსგენდერი ქალი მოდელი იყო, რომელმაც ვოგის ყდა დაამშვენა.
ვალენტინა სამპაიო 1996 წელს ბრაზილიის პატარა, მეთევზეთა სოფელში დაიბადა. 8 წლისამ გააცნობიერა , რომ ქალი იყო და 10 წლიდან უკვე ოფიციალურად დაირქვა სახელად ვალენტინა. სამოდელო კარიერის პარალელურად, სამპაიო არქიტექტურას სწავლობს და კოსმეტიკური კომპანია “ლორეალის” სპიკერია. მასზე ამბობენ, რომ მოდის სტანდარტები დაამსხვრია, რადგან პირველი ტრანსგენდერი მოდელია, რომელმაც სამოდელო სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია.

FB კომენტარები

კომენტარი