უდაბნოს ბინადარნი – ლურჯსამოსიან ტუარეგთა ულამაზესი ტომი -ფოტოკოლაჟი

621
SHARE

ტუარეგები – ბერბერთა ტომია, რომლებიც ცხოვრობენ მალიში, ნიგერში, ბურკინა–ფასო, ალჟირსა, მაროკოსა და ლივიაში.

არსებობს ლეგენდა ტუარეგთა წარმოშობის შესახებ: მოვიდა ყოვლის შემომქმედი ქალღმერთი ტინ–ჰინანი თავის მოახლესთან ტაკამადთან ერთად და გახდა დედოფალი აჰაგარაში. უამრავი თაყვანისმცემელი მოდიოდა მასთან, ქალღმერთი და მისი მოახლე ღებულობდნენ მათ თავიანთ სარეცელში, ხოლო მერე ჰკლავდნენ. ასე აჩენდნენ ბავშვებს და ამ ბავშვებისგან წამოვიდნენ ტუარეგები.

დედოფლის შვილებისგან წამოვიდნენ არისტოკრატები, მოახლისგან კი ვასალები.

11 საუკუნეში მათ თავს დაესხნენ არაბები და დაიწყო ტუარეგების არაბიზაცია და ისლამიზაცია.

19 საუკუნეში ისინი ფრანგების მმართველობის ქვეშ მოექცნენ, თუმცა მედგრად უწევდნენ წინააღმდეგობას.

რელიგიით ისინი მუსულმანი სუნიტები არიან.

მათ ენას ტამაშეკი ჰქვია. მათ თავიანთი დამწერლობა აქვთ.

თუმცა ტუარეგები მუსლიმები არიან, მაგრამ აქ არ არის მიღებული მრავალცოლიანობა. საზოგადოებაში ნაწილობრივ შენარჩუნებულია ისლამამდელი მატრიარქალური წყობის ნიშნები.

ქალს ამ საზოგადოებაში მაღალი სტატუსი აქვს. გოგონები ბავშვობიდან სწავლობენ წერა–კითხვას, ხოლო მამაკაცს აქვს უფლება არ იცოდეს წერა–კითხვა.

ტუარეგებს ძალიან ლამაზი ჩაცმულობის სტილი აქვთ.

მამაკაცებსაც და ქალებსაც ორი ფერის ტანისამოსი აცვიათ, თეთრი და ლურჯი, ატარებენ ვერცხლის სამკაულებს და ქალსაც და მამაკაცსაც გრძელი დაწნული თმა აქვთ.

ჩვეულებები

როდესაც ყმაწვილი 18 წლის ხდება, მას ჩუქნიან თეთრ ან ლურჯ შარფს, რომლის სიგრძეც ზოგჯერ 40 მეტრს აღწევს.

მას “ტაგელმუსტი” ეწოდება. ამის მერე ვაჟი ზრდასრულად ითვლება და ტაგილმუსტის გარეშე არ შეიძლება მისთვის ხალხში გამოჩენა. მან ტაგილმუსტით სახე უნდა დაიფაროს ისე, რომ მხოლოდ თვალები უჩანდეს. მხოლოდ ჭამის დროს ჩამოიშორებს ტაგილმუსტს.

ადრე ამაკაცებისთვის სახის დაფარვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თუ ვინმე უცხო მის სახეს დაინახვდა, ან უნდა მოეკლა ან თავი უნდა მოეკლა.

ქალები სახეს არ ფარავენ.

ტუარეგებს ახლაც თემური წყობილება აქვთ. თემის თავში ბელადი დგას, რომელსაც ამენოკალი ეწოდება.

მისი ძალაუფლება არ არის შეუზღუდავი. მის დედას შეუძლია ყველა მისი გადაწყვეტილება გააუქმოს.

სოციალური ორგანიზაცია:

კეთილშობილები

რელიგიის მსახურნი

ვასალები

მონები

ხელოსნები

ეს ორი ბოლო კასტა არ არიან ეროვნებით ტუარეგები. ისინი შავკანიანები არიან, ხოლო თავად ტუარეგები თეთრები არიან, მაღლები, თხელები და საერთოდ, ლამაზი ერია.

ხელოსნები კი თავისი ნებით ცხოვრობდნენ ტუარეგებთან.

ტრადიცია უკრძალავს მამაკაც არისტოკრატ ტუარეგს რაიმე ხელობით დაკავდეს, ქალებმა კი აითვისეს ტყავის დამუშავება.

ტუარეგების საქმიანობაა – აქლემებისა და თხების მოშენება, მარილით ვაჭრობა, საქარავნო გზების დაცვა და ასევე, ქარავნებიც ძარცვაც. (ადრე ასე იყო).

მატრიარქალური ცნობიერებიდან გამომდინარე, ქალებს აქ ბევრი თავისუფლება ჰქონდათ, ქმრები ძალიან ზრუნავდნენ ცოლების კეთილდღეობაზე, ქალებს ჰქონდათ გართობისთვის, მუსიკისთვის და პოეზიისათვის დრო.

ტუარეგები ახლაც იზოლირებულად ცხოვრობენ და მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან უდაბნოში, რაც უშუალოდაა დაკავშირებული მათს საქმიანობასთან – მარილით ვაჭრობა, მეცხოველეობა, ფინიკებით ვაჭრობა.

 


 

FB კომენტარები

კომენტარი