უგონოდ მყოფი მამაკაცის გულმა, 18 საათის შემდეგ, მოქმედება დაიწყო

103
SHARE

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის გულმა, 18 საათის შემდეგ, მოქმედება დაიწყო, – ეს განსაკუთრებული შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სამი კვირის წინ მოხდა.
აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რადიო „ფრანგულ ინფოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
დაახლოებით სამი კვირის წინ, საფრანგეთის სამხრეთით, მდინარე ორბის სანაპიროზე, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს. მას გულის პულსაცია არ ესინჯებოდა, სხეულის ტემპერატურა 22 გრადუსამდე ჰქონდა დაცემული. ოჯახის წევრების მოთხოვნით, მამაკაცი მონპელიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა პაციენტს გულზე სხვადასხვა სახის მასაჟი და ელექტროშოკი გაუკეთეს. დაახლოებით 18 საათის შემდეგ, პაციენტის გული კვლავ ამუშავდა.
მედიკოსებმა პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულ შემთხვევად შეაფასეს.
როგორც მათ განმარტეს, მამაკაცი მდგომარეობიდან, ფაქტობრივად, ჰოპეთერმიის დახმარებით გამოვიდა.
კლინიკის მედ-პერსონალს გადაწყვეტილი აქვს, პაციენტის გარშემო განვითარებული ისტორია სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურაშიც განათავსოს.
„ის ფაქტი, რომ მამაკაცის გულმა 18 საათის შემდეგ მუშაობა დაიწყო, მართლაც უნიკალური შემთხვევაა“, – აცხადებენ კლინიკის მედიკოსები.

Comments

comments