ტრამპის სამმა მინისტრმა ერთ წელში ჯამურად 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

34
SHARE

გამოცემა Politico-მ ტრამპის ადმინისტრაციის მინისტრების ქონებრივი დეკლარაციების მონაცემები გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ 2017 წლის აშშ-ს ყველაზე მდიდარი სამი ჩინოვნიკის შემოსავალმა ჯამში 150 მილიონ დოლარი შეადგინა.
ყველაზე მდიდარი ამერიკელი ჩინოვნიკი აშშ-ს განათლების მინისტრი ბეთსი დევოსია. ის არამხოლოდ მინისტრი, მილიარდერი და ფილანტროპია, არამედ მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია Amway-ის მფლობელის რიჩარდ დევოსის რძალია. ქმართან ერთად ბეთსი დევოსმა 2017 წელს 59,4 მილიონამდე დოლარი გამოიმუშავა.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი. ყოფილმა მეწარმემ და Goldman Sachs-ის წარმომადგენელმა 2017 წელს 41,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი წინაპრები რუსეთიდან წამოსული ებრაელი ემიგრანტები არიან.
მესამე ადგილს კი ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი იკავებს, რომელმაც 2017 წელს 47 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მათი დეკლარაციების ანალიზით ირკვევა, რომ მათ თავის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების გაზრდა აქტივების გაყიდვის, კაპიტალის მატებისა და პროცენტების მიღების შედეგად შეძლეს.

Comments

comments