ტკბილი ძეხვი

151
SHARE

ინგრედიენტები:
ორცხობილა – 500გრ;
შესქელებული რძე – 290 გრ;
კარაქი – 200 გრ; კაკაო – 5ჩ/კ;
შაქრის პუდრა – მოსართავად.
მომზადების წესი: ორცხობილა დავფშხვნათ და დარბილებული კარაქი შევაზილოთ. კარგად ავურიოთ. შემდეგ კაკაო მოვაყაროთ და ისევ კარგად ავურიოთ. მიღებულ მასას ძეხვის ფორმა მივცეთ. საკონდიტრო ცელოფანში შევახვიოთ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ. უკვე მზა დავჭრათ და შაქრის პუდრა მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი