ტინა ტერნერის შვილმა თავი მოიკლა

134
SHARE

ტინა ტერნერის უფროსმა შვილმა, კრეიგ რეიმონდ ტერნერმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ „Fox News“-ი იუწყება. არსებული ინფორმაციით, 59 წლის კრეგ ტერნერი მის სახლში, კალიფორნიაში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია სუიციდის მიზეზებზე და მოტივზე არ საუბრობს, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.
ტინა ტერნერი 18 წლის იყო, როდესაც საქსოფონისტ რეიმონდ ჰილისგან კრეიგი შეეძინა. მოგვიანებით, როდესაც მომღერალი აიქ ტერნერზე დაქორწინდა, მამაკაცმა კრეიგი იშვილა და თავისი გვარიც მისცა.
სამწუხარო ინფორმაცია ტინა ტერნერმა პარიზში ყოფნისას გაიგო, სადაც ის ამ დროისთვის „პარიზის ფეშენ ვიქს“ ესწრება. ბოლო დროს კი, მომღერალი ძირითადად, შვეიცარიაში იმყოფება, სადაც საცხოვრებლად გადავიდა.

FB კომენტარები

კომენტარი