ტანმოვარჯიშემ გამოსვლისას ორივე ფეხი მოიტეხა (ვიდეო+18)

113
SHARE

აშშ-ში, ტანმოვარჯიშეთა რეგიონული ასპარეზობის დროს, სპორტსმენმა სამანტა კერიომ რთული ნახტომი გააკეთა, რაც ტრაგედიით დასრულდა. გოგონა წარუმატებლად დაეშვა და სერიოზული დაზიანება მიიღო.
საშინელი ტრავმის მიღების შემდეგ, სამანტა საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით დადასტურდა ინფორმაცია, რომ მან ორივე ფეხი მოიტეხა და მუხლები ამოუვარდა. მისმა მწვრთნელმა, ჯეფ გრაბმა განაცხადა, რომ მომხდარის ყურება შეუძლებელია. თუმცა, სამანტა ძალიან ძლიერი პიროვნებაა – საშინელი ტკივილის დროს, მან მწვრთნელს მოუწოდა, დანარჩენ მოასპარეზე გოგოებთან დაბრუნებულიყო.
თუმცა, სამწუხაროდ, მისი უნივერსიტეტის გუნდმა მაღალი ადგილები ვერ აიღო. იგრძნობოდა, რომ სამანტას შემთხვევამ გოგოებზე იმოქმედა. ტანმოვარჯიშეთა შრომისა და ღვაწლის აღსანიშნად, მათ სოციალურ ქსელში დააორგანიზეს „ჰეშთეგი“ სამანტასთვის.
წარუმატებელი და მტკივნეული გამოსვლის შემდეგ, სამანტამ თავის „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ მის სპორტულ კარიერაში ეს ბოლო ასპარეზობა იყო. ახლა მას ხანგრძლივი მკურნალობა და აღდგენის პროცესი ელის.

FB კომენტარები

კომენტარი