სტაფილოს სალათა

354
SHARE

 ინგრედიენტები:
ქათმის ფილე – 200 გრ,
კარტოფილი – 300 გრ,
სოკო – 300 გრ,
სტაფილო – 300 გრ,
მოხარშული კვერცხი – 2 ცალი,
ხახვი – 150 გრ,
მაიონეზი, მარილი, კამა, ზეთი.
მომზადების წესი: კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ. ცალკე ქვაბში ფილე მოვხარშოთ. ხახვი და სოკო წვრილად დავჭრათ. ხახვი მოვთუშოთ, შემდეგ სოკო დავუმატოთ, მარილი მოვაყაროთ და ცეცხლზე 15 წუთი დავტოვოთ. მოხარშული კარტოფილი და სტაფილო წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ასევე კვერცხიც გავხეხოთ. ფილე კი წვრილად დავჭრათ. თეფშზე კარტოფილი მოვათავსოთ და სტაფილოს ფორმა მივცეთ. შემდეგ მაიონეზი წავუსვათ და ფენად სოკო დავადოთ, ისევ მაიონეზი, ფილე, მაიონეზი, კვერცხი, მაიონეზი, ბოლოს კი – სტაფილო.

FB კომენტარები

კომენტარი