სოცქსელის სახალისო “ვალენტინური” პოსტები

48
SHARE

14 თებერვალი, ანუ სიყვარულის დღე, შეყვარებული წყვილებისთვის გამორჩეული დღეა. ამ დღეს, შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, რომანტიკულ საღამოებს აწყობენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

მარტოხელა ადამიანებისთვის ეს დღე, ერთი მხრივ, სევდიანია. თუმცა, სოცქსელში სახალისო პოსტების გამოქვეყნებას ხელს არ უშლის. გთავაზობთ “ვალენტინობის” დღისადმი მიძღვნილ სახალისო პოსტებს, რომლებსაც, ძირითადად, მარტოხელა ადამიანები აქვეყნებენ.

“ვალენტინობაზე მარტოხელები ვიკრიბებით და “ფეისბუქზე” ბოღმიან სტატუსებს ვწერთ”

“ვალენტინობისთვის დღიურად ბინა ვერ ვნახე, ყველა დაკავებულია და ვინმე არ დამითმობს?”

“გერმანიაში ვალენტინობა (14.02) ფსიქიატრიული ავადმყოფების დღეც ყოფილა. გილოცავ, ერო!”

“გავიდე და დავდო ჩემს კარებთან ყვავილები, თუ ადრეა ჯერ?”

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power კვიციანმა სადმე ახსენა, რომ წყვილები ვალენტინობას პირდაუბანელნი შეხვდნენო??? ”

“წელიწადში ეს ორი სიყვარულის დღე მეორედ გათხოვილებისთვის არის?”

“ეს წმინდა ვალენტინის გიფები ჩვენც გამოგვიგზავნეთ, ვისაც შეყვარებული არ გვყავს. იქნებ, რამე გვეშველოს”

“ვალენტინობაზე მარტოკინები ვიკრიბებით კვიციანის სააგენტოსთან მოთხოვნით “მაიტა შეყვარებული” დანარჩენებს გილოცავთ”

“ვალენტინი კი არა, დასალევი წყალიც აღარ მოდის წმინდა”

“გაქვთ ვალენტინობის მისალოცი ბარათი რომელსაც , აწერია.. (მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო) ? – გვაქვს ! – მომეცით 15 ცალი …”

“ვალენტინებმა გაიარეს რეგისტრაცია კვიციანთან?”

“ხვალ „ცალი ვარდი“ რომ „მომართვან“, გულიც გამისკდება! გილოცავთ დამდეგ #თავსატეხისდღეს!”

“გილოცავთ სკვერებში “გადახლართულობის” დღეს”

“დადეთ ყვავილები, საჩუქრები – ხო მშვიდობა გაქვთ, ხალხო? ” – წერენ სოცქსელებში.

FB კომენტარები

კომენტარი