სოფელ შუაფხოს პედაგოგის, თამარ ჩოხელის ღია ბარათი გოდერძი ჩოხელს

434
SHARE

რამდენიმე დღის წინ ვიყავი ჩვენს საყვარელ სოფელ ჩოხში. ჩვენი სკოლის ეზოდან დაწყებული, სამივე სოფლის (უფრო სწორედ ნასოფლარის) მდგომარეობით გულდამძიმებულმა, სულ ტირილ-ტირილით შემოვიარე ბავშვობის დროინდელი უსაყვარლესი ადგილები.
გუდამაყრიდან დაბრუნებულს, ალბათ არც ერთი ღამე არ მძინებია, ფიქრებით სულ შენთან ვიყავი და ჩემი სულის ტკივილზე გესაუბრებოდი.
ჩემო გოდერძი, ეს მტანჯველი ფიქრები მომეძალებიან ზამთრის ცივ ღამეებში, სწორედ მაშინ წარმოვიდგენ არა მარტო ჩოხს, არამედ მთლიანად გუდამაყარს, არა ისეთს, როგორიც ჩვენი ბავშვობის დროს იყო, არამედ ისეთს, როგორიც ახლა არის. წარმოვიდგენ და ვერ აგიხსნი, როგორ მტკივა გული, როგორ მეცოდება უბალღოდ, უძაღლოდ, უმამლოდ მიტოვებული, ერთ დროს ამით ყველაზე განებივრებული სოფელი – ჩოხი.
გოდერძი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ აღარ არსებობს ის ბილიკი, რომელიც ირემიანთ კარებიდან იწყე12834757_1672965536288350_1208677459_nბოდა, თქვენი სახლის წინ ვიწრო ორღობეს გაივლიდა, გასცდებოდა სოფიას ღია, ბანურ დერეფანს, ჩვენს კარებს და ლათბისკენ მიემართებოდა. აღარ ტარდება წყალკურთხევის დღესასწაული, აღარ სხდებიან ამ დღეს მარხილებზე საქანაოდ გამოსული ჩოხის რძლები და ბავშვები. ვეღარ დაეშვებიან ჩოხელი ბავშვები თელათ ქედიდან, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, მამაჩემისგან გათლილი კანკებით. ალბათ ვეღარც შენ ესვრი ვერასოდეს მიზანში, აღდგომას, მამაჩემისგან გაკეთებული ბოძალდით, მკვდრის სახელზე დადგმულ ერბოსგულიან კვერს. ეს და კიდევ მრავალი სხვა, აღარ მოხდება იმიტომ, რომ აღარ არის ცოცხალი პატიოსნების განსახიერება – კოტე ჩოხელი. აღარ არიან ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები: ლელა ძალო, მართა ძალო და სხვები. და აღარ არსებობს თვითონ სოფელიც…
გოდერძი, ჩემო გოდერძი, როგორ მინდა ამ და სხვა თემაზე გელაპარაკო. გელაპარაკო და ჩვენ ორმა მოვაგვაროთ ეს მტკივნეული და ფაქიზი საკითხი, თუნდაც ფიქრებში, მაგრამ გამოსავალს ვერც ამის შემდეგ ვპოულობ. ამიტომ, ისევ ჩემთვის ვიფიქრე და აი, რა მოვივიფიქრე: ვითომ მე და შენ, ზამთრის ცივ, ბნელ ღამეში ვსხდებით რაღაც უცნაურ, მფრინავ მანქანაში და მიმართულებას ვიღებთ ჩვენი სოფლისაკენ. რაღა მე და შენ? – იმიტომ, რომ მე და შენ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. რითი? – თუნდაც ხასიათის თავისებურებით.
მივ12527849_1672965612955009_614136818_nდივართ, მივდივართ და გზა გრძელია, მაგრამ არც ისე გრძელი, რომ ერთ ღამეზე მეტი მოუნდეს, იმ ყველაფრის გაკეთებას, რომელმაც ჩვენი სოფელი უნდა იხსნას სიცივისა და სიბნელისგან. დავტრიალდით სოფელ ჩოხის თავზე, მაგრამ ვაი საშინელებავ! – არცერთი სინათლის სხივი, არცერთი სახლის ფანჯრიდან. მხოლოდ ხახადაღებული, ავისმომასწავებელი, ჩაღამებული, ჩანგრეული ნასახლარები. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, დავასწროთ უკუღმა დატრიალებულ ბედის ბორბალს და წაღმა შემოვაბრუნოთ. ჩამოვდივართ მფრინავი მანქანიდან, ჩამოგვაქვს იმდენი ღუმელი, რამდენიც საჭიროა და ვდგამთ ყველა ნასახლარში, რაც შეიძლება სწრაფად, რომ დღის სინათლემ არ გვისწროს. ვანთებთ ყველა ღუმელში ცეცხლს, ყველა ნასახლარში ვდგამთ ანთებულ ნავთის ლამპას და როცა საკვამურებიდან ამავალ ბოლს თვალი გავაყოლეთ, თენებაც დაწყებულიყო. აი, სწორედ მაშინ შევამჩნიეთ, რომ “ჩოხის წმინდა გიორგის” ხატის შენობები უვნებლად გამოიყურებოდა და ასევე ჩვეული სიჯიუტით ეკიდნენ საკიდელზე ის ზარები, რომლებსაც მამაჩემი მოკრძალებით მიუახლოვდებოდა, მომღიმარი სახით ჩამოჰკრავდა და აახმიანებდა ხოლმე. შენ გახარებულმა შემომხედე და ხმამაღლა დაიძახე: თუ “ჩოხის წმინდა გიორგი” ფეხზე დგას, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენი სოფელი აღორძინდება.

(სოფელ შუაფხოს პედაგოგის, თამარ ჩოხელის წერილებიდან)

FB კომენტარები

კომენტარი