სკარლეტ იოჰანსონმა Cosmopolitan-ის მაისის ნომრისთვის ფოტოსესიაში მიიღ
ო მონაწილეობა. ჰოლივუდის ვარსკვლავს სხვადასხვა სექსუალურ სამოსში ვიხილავთ, ჟურნალის ყდისთვის გადაღებულ სურათში კი მსახიობს ვარდისფერი კაბა აცვია და მკერდი საკმაოდ აქვს მოშიშვლებული.
ინტერვიუში სკარლეტ იოჰანსონი მოგვითხრობს, თუ როგორ დაუკარგავს თავი სიყვარულის გამო: „ეს დიდი ხნის წინ იყო. ჩემს ცხოვრებაში იყო მამაკაცი, რომელიც მუდმივად მიუღწეველი იყო და ეს საშინლად მიზიდავდა. რაღაც მომენტში გარკვეულ წერტილამდე მიდიხარ და ფიქრობ – მე საკუთარი თავი დავკარგე. რატომ ვდგავარ ბართან ღამის 1:30 საათზე, შეუჩერებლად ვწერ სმს-ებს იმ დროს, როდესაც ჩემი მეგობრები ერთობიან ბარში? და რატომ ვჯდები ტაქსში იმისთვის, რომ შევხვდე ასე გვიან? ეს მე არ ვარ, – სწორედ ამ მომენტში უნდა დაამთავრო ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობები მთელ ძალას გამოგწოვენ“.
Next Post
სხვა სიახლეები