სკანდალი სამეფო ოჯახში – ბრიტანეთის ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები გაიტანეს

246
SHARE

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სკანდალი მძვინვარებს – პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის საპატიო წევრობაზე უარს ამბობენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

აღნიშნულის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, ბრიტანეთის ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები გაიტანეს, ამის შესახებ The Sun წერს.

არსებული ინფორმაციით დედოფალმა ელისაბეტმა სასექსის ჰერცოგს აუკრძალა ამ გადაწყვეტილების გაჟღერება, თუმცა, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ ინფორმაცია გუშინ, 8 იანვარს გაავრცელეს. მათი თქმით, გეგმავენ მუშაობას და დამოუკიდებლად ფულის გამომუშავებას, რაც აქამდე აკრძალული ჰქონდათ. ნახევარ დროს კი ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარებენ, თუმცა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მხარდაჭერას მაინც განაგრძობენ.

FB კომენტარები

კომენტარი