“სიყვარული მოკრძალებული უნდა იყოს” – კირა ანდრონიკაშვილი სიყვარულზე

242
SHARE

კირა ანდრონიკაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ქალი და ნიჭიერი მსახიობი.
მისი მოსაზრება სიყვარულზე კი, ასეთია:
„მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის შეყვარებული ვარ, როდესაც ქუჩაში მივდივარ, თვალებით ვეფერები ბავშვებს, მოხუცებს, ნაცნობებს, და მათ ვისაც არ ვიცნობ. მე სამჯერ შევქმენი ოჯახი, თითოეულ მათგანთან ვიყავი გულწრფელი, ერთგული ადამიანი და რაც მთავარია მათზე ძალიან შეყვარებული, იმ სიყვარულით, რომელსაც დღესაც ჩემს გულში ვაცოცხლებ. . .
მაგრამ ,ვფიქრობ, რომ სიყვარული უნდა იყოს მოკრძალებული, ვინმე არ უნდა გიყვარდეს ისე, რომ ის გახდეს კერპი. გრძნობას გაფრთხილება და მოკრძალება სჭირდება და არა გაფანატება“. ჩემი მეუღლე „მთვარის მოტაცების“გადაღებისას გავიცანი,ძალზედ პოეტური შეხვედრა იყო, რომელსაც ოდესმე დავწერ. ერთად ოცდათვრამეტი წელი ვიყავით.
გარდაცვალებამდე ცუდად გახდა. საავადმყოფოში წავიყვანეთ,როცა მოვინახულე სულ სხვა ადამიანი დამხვდა,სრულიან შეცვლილი და მე ის უფრო შემიყვარდა….
ბავშვობაში, როდესაც ოთხი წლის ვიყავი, როცა ნათლიამ მაჩუქა რაღაც გარკვეული თანხა, რომლითაც დედაჩემს პიანინო უნდა ეყიდა ჩემთვის, ძალიან მიხაროდა, პატარა ლამაზი ჩანთით დავატარებდი. მე ისეთ პერიოდში გავატარე ბავშვობა, როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა, ბავშვები ძონძებში ჩაცმული დადიოდნენ და სამოწყალოდ აგროვებდნენ გროშებს.
ერთხელ სახლში ვიყავი, როდესაც გოგონას სიმღერის ხმა შემომესმა, აივანზე გავედი და გადავიხედე.. ძონძებში ჩაცმული პატარა ბავშვი მღეროდა. რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. ვერ აგიწერთ, როგორი დიდი სიხარულით ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც ნათლიას ნაჩუქარი თანხა მქონდა,…კიბეები ჩავირბინე და ბავშვს გავუწოდე,…ის იმ წამს იყო უბედნიერესი ბავშვი… და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი… მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი თანხა იყო, დედა არ გამიბრაზდა… ჩემთვის ბედნიერებაა,როცა ბევრ ადამიანს უყვარხარ. სიყვარული თავისით არ მოდის, სიყვარული რომ მოიპოვო კარგი უნდა დათესო, სიკეთე უნდა აკეთო და მადლად, სიყვარულად დაგიბრუნდება”.

წყარო: www. 4motivi.com

FB კომენტარები

კომენტარი