“სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­ნათ­ლავ” – რას ჰყვება პოლკოვნიკი სათხილეში ნაპოვნი ბავშვზე

418
SHARE

“სა­ხე­ლად და­ვარ­ქვით მა­რი­ა­მი… თუ მო­მა­ნათ­ვლი­ნე­ბენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­ნათ­ლავ”, – ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში აჩი­კო ახალ­კაც­მა განაცხადა​ – პოლიციელმა, რომელმაც სათხილეში ნაპოვნი ბავშვი გადაარჩინა.

აჩიკო ახალკაცმა საავადმყოფოში ბავშვიც მოინახულა, შესაბამის ფოტოს გურიის პოლიცია ავრცელებს.
დღეს 31 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საშვილოსნოდან სისხლდენით შეიყვანა. მედიკოსებმა იეჭვეს, რომ ქალს მშობიარობის შემდგომი პერიოდი ჰქონდა, თუმცა ის ამას არ აღიარებდა, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“მა­შინ­ვე ავიყ­ვა­ნე ბავ­შვი ხელ­ში, სა­შინ­ლად გა­ყი­ნუ­ლი იყო… გა­ვი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი და შიშ­ველ მკერ­დში ჩა­ვი­ხუ­ტე, რომ გა­მეთ­ბო. შემ­დეგ ჩავ­სხე­დით მე და ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი მან­ქა­ნა­ში, ჩავ­რთეთ ღუ­მე­ლი და დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. სას­წრა­ფო გზად შე­მოგ­ვხვდა. თა­ვი­დან „მე­დალ­ფა­ში„ გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ ბა­თუმ­ში, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

პოლიციელმა მის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნა დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. ბავ­შვი ახლა სა­ი­მე­დო ხელ­შია და თავს კარ­გად გრძნობს.

FB კომენტარები

კომენტარი