სერიულმა მკვლელმა აღიარა, რომ პირველად მოკვლის სურვილი 6 წლის ასაკში გაუჩნდა

100
SHARE

მრავალი წელია, მსოფლიოს ფსიქიატრები ცდილობენ გაარკვიონ თუ რა ხდება სერიული მკვლელების ტვინში. სწორედ ამიტომ, ახლახან ერთ-ერთი სერიული მკვლელისგან, ბერნარდ ჯაილზისგან ინტერვიუ აიღეს, რათა გაერკვიათ, თუ რა ბოროტი ზრახვები ამოძრავებდა მას. ის, რაც მან მოყვა, ინტერვიუერიც და სოციალური ქსელის მომხმარებლებიც შეძრა.
70-იანი წლების დასაწყისში ჯაილზმა გააუპატიურა და მოკლა 5 გოგონა „ავტოსტოპერი“, რომელთა ასაკი 14-დან 22 წლამდე მერყეობდა. მას სასიკვდილო განაჩენი იმიტომ არ გამოუტანეს, რომ დანაშაული აღიარა. ინტერვიუერთან საუბარში მანიაკმა აღიარა, რომ პირველად მოკვლის სურვილი 6 წლის ასაკში გაუჩნდა, როცა მეზობელ გოგონასთან მონადირეს და მსხვერპლს თამაშობდა. მან გოგონა საძინებელში შეიყვანა, ზემოდან დააწვა და გაგუდვა დაუწყო. სწორედ მაშინ იგრძნო რაღაც უჩვეულო. 16 წლის ასაკში ადამიანის მოკვლის სურვილი იმდენად გაძლიერდა, რომ ერთხელ ჯაილზი დანით ხელში ახალგაზრდა ქალს გაეკიდა, მაგრამ კონკრეტული მოქმედების განხორციელება ვერ გაბედა. გამბედაობა მან მოგვიანებით მოიკრიბა.
„მათი სახელები არ ვიცოდი, მათი გარეგნობა არ მაღელვებდა. ისინი უბრალოდ ნივთები იყვნენ”, – ამბობს სერიული მკვლელი.
ჯაილზის თქმით, არასოდეს სურდა ცოლის ან ნაცნობი ქალების მკვლელობა, რადგან მისთვის მათ პიროვნულობა ჰქონდათ. ზოგიერთი მსხვერპლი მას გაექცა, ისინი ტიროდნენ და ცდილობდნენ საუბარში გამოეწვიათ. ამის შემდეგ, მას აღარ შეეძლო ისინი უსულო საგნებად აღექვა. იმის მიუხედავად, რომ მისი ქმედებები მას სიამოვნებას ანიჭებდა, ჯაილზი ამბობს, რომ ინანიებს იმ ყველაფერს, რაც ჩაიდინა.
65 წლის ფლორიდელ მანიაკს ხუთი უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

FB კომენტარები

კომენტარი