სერიული მკვლელის შემზარავი ისტორია

114
SHARE

ლეონარდა ციანსიულ მუგშოთი იტალიაში, კერძოდ, მონტელაში 1894 წლის 14 აპრილს დაიბადა. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, იგი ცოლად რაფაელ ფანსადის გაჰყვა და საცხოვრებლად ლაურიაში გადავიდა, სადაც თაღლითობისათვის გაასამართლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ წყვილი საცხოვრებლად ლაკედონიაში გადავიდა. თუმცა მათი სახლი მიწისძვრის შედეგად დაინგრა და კორეგიოში მოუხდათ გამგზავრება, სადაც ციანსიულმა პატარა მაღაზია გახსნა და ძალიან პოპულარულიც გახდა. ციანსიული ცხოვრების მანძილზე 17ჯერ იყო ორსულად და აქედან 3ჯერ მოეშალა მუცელი, ხოლო 10 შვილი მცირე ასაკში დაეღუპა. ასეთი ტრაგედიის შემდეგ იგი ცდილობდა თავის ოთხ შვილს განსაკუთრებულად გაფრთხილებოდა. ერთხელ მას ბოშა ქალმა უთხრა: თქვენს მარჯვენა მხარეს ვხედავ ციხეს, მეორე მხარეს კი – კრიმინალურ თავშესაფარსო. ციანსიული ცრუმორწმუნე ქალი იყო და ამიტომ მასზე ბოშას სიტყვებმა ძალიან იმოქმედა და გულთან ახლოს მიიტანა.

1939 წელს ციანსიულის ყველაზე საყვარელი, უფროსი ვაჟი გიუსეფი ჯარში გამოიძახეს მეორე მსოფლიო  ომში მონაწილეობის მისაღებად. დედას შეეშინდა საყვარელი ვაჟის დაკარგვის და გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად დაეცვა იგი. ციასიული მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შვილის დასაცავად მსხვერპლი უნდა გაეღო. მან მსხვერპლად 3 შუახნის მეზობელი ქალი ამოარჩია და მათი მკვლელობა დაგეგმა.

ციანსიულის პირველი მსხვერპლი ფაუსტინა სეტი აღმოჩნდა, რომელმაც ქალს საქმროს პოვნაში დახმარება სთხოვა. ციანსიულმაც ისარგებლა სიტვაციით, უთხრა, რომ მისთვის საქმრო ნაპოვნი ჰყავდა, რომელიც ქალაქ პოლში ცხოვრობდა და მასთან უნდა წაეყვანა.

 ქალმა ფაუსტინას სთხოვა, ახლობლებისთვის მიეწერა წერილი, რომ ის მიდიოდა და ყველაფერი კარგად იყო, რათა არავის გასჩენოდა ეჭვი და არ დაეწყოთ მისი ძებნა. გამგზავრების დღეს, როდესაც ფაუსტინა ციანსიულთან მივიდა, დიასახლისი მას საწამლავგარეული ჭიქა ღვინით გაუმასპინძლდა, შემდეგ ნაჯახით 9 ნაწილად დაჩეხა, სისხლი დიდ ჯამში ჩაასხა და კარადაში შეინახა. მკვლელობის სცენა კარგადაა ასახული მისსავე მემუარებში, სადაც ის წერს: „ნაკუწები ჩავყარე ქვაბში და ზევიდან კაუსტიკური სოდა დავაყარე, რომელიც საპნის გასაკეთებლად მქონდა ნაყიდი. ვურევდი იქამდე, სანამ ხორცის ნაკუწები ბოლომდე არ გაიშალა, შემდეგ ეს სქელი შავი მასა რამდენიმე ჯამში გადავანაწილე და უახლოეს გუბეში გადავასხი. სისხლი კი ღუმელში შევდგი ჯამით, რათა გამლღვალიყო, შემდეგ შევურიე ფქვილი, შაქარი, კვერცხი, შოკოლადი, რძე, ცოტა მარგარინი და კარგად ავთქვიფე. შედეგად ძალიან გემრიელი ნამცხვრები მივიღე და ჩემთან მოსულ სტუმრებს სიამოვნებით ვუმანსპინძლდებოდი“.

ციანსიულის მეორე მსხვერპლი ფრანჩესკა სოვი იყო, რომელიც სამსახურს ეძებდა, ციანსიული მას სამსახურს სხვა ქალაქში დაჰპირდა და მასაც ფაუსტინასავით წერილი დააწერინა, რომ არავის აღარ მოეძებნა, შემდეგ კი შხამიანი ღვინო დაალევინა და ნაჯახით აკუწა. ნაკუწები იგივე წესით მოამზადა და კვალი გააქრო. ეს მკვლელობა, როგორც მისი მემუარებიდან ჩანს, 1940 წლის 5 სექტემბერს მოხდა.

ციანსიულის ბოლო მსხვერპლი ვირჯინია კასიოფო იყო. ყოფილ სოპრანოს აღარ უნდოდა სიმღერა და სამსახურის მოსაძებნად ციანსიულს მიმართა. ციანსიულმაც სამსახური ფლორენციაში შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. სცენარი ისე განმეორდა, როგორც წინა ორ შემთხვევაში. ეს მკვლელობა 1940 წლის 30 სექტემბერს მოხდა. ციანსიულის მემუარებში ვკითხულობთ: „ვირჯინიას ხორცი თეთრი იყო და ძალიან ტკბილი, ამიტომ მისგან ძალიან გემრიელი ნამცხვრები გამოვიდა“.

თუმცა ბოლო მკვლელობას ეჭვის გარეშე არ ჩაუვლია. ვირჯინია კასიოფოს ახლობელს ეჭვები გაუჩინა ყოფილი სოპრანოს დაკარგვამ და მან პოლიციას მიმართა. გამოძიებისას დააკავეს ციანსიული, რომელმაც მაშინვე აღიარა დანაშაული და დეტალებში მოყვა, თუ როგორ მოატყუა ვირჯინია და როგორ მოამზადა მისი ხორცისგან ნამცხვრები.

ციანსიული გაასამართლეს და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი 76 წლის ასაკში ტვინის აპოპლექსიით გარდაიცვალა. სერიული მკვლელის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომის კრიმინოლოგიურ მუზეუმში ციანსიულის მკვლელობების ამსახველი ფაქტები გამოიფინა. მწერალმა ლინა ვერტმულერმა კი პიესა “სიყვარული და ჯადოქარი დედა სამზარეულოში” დაწერა, რომელიც 1979 წელს სპოლეტოს ფესტივალზე წარადგინეს. 1983 წელს კი პიესა ბროდვეიზე მოხვდა.

Comments

comments