სელფის გადაღებისას ორი შვილის დედა აივნიდან გადავარდა (ვიდეო)

316
SHARE

2 შვილის დედამ, სანდრა მანუელა და კოსტა მასედომ სელფის გადაღების დროს წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და 27-ე სართულიდან გადავარდა. უბედური შემთხვევა პანამაში მდებარე „ლუქსორ თაუერსში“ მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც ირკვევა, გვერდით არსებული შენობიდან მუშები მას უყვიროდნენ რომ შეეწყვიტა ასეთი სარისკო მოქცევა, რადგან იმ დროს ძლიერი ქარი ქროდა.
მომხდარს სხვა თვითმხილველიც ჰყავდა, რომელიც ტელეფონით იღებდა. ვიდეოში ისმის ხმაც – „ის გიჟია, შეხედეთ, შეხედეთ, ვარდება“.
ქალის დაღუპვის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენად რისკის შემცველია სელფების გადაღება საშიშ სიტუაციებში.
არსებული მონაცემებით, მსოფლიოში, 2011 წლიდან 2017 წლამდე 259 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა ადგილას და დროს სელფების გადაღებისას.

FB კომენტარები

კომენტარი