სეზამში შემწვარი თევზი

158
SHARE

 

ინგრედიენტები:
თევზის ფილე (ტილაპია, პანგისიუსი ან სხვა) – 500 გრ,

კვერცხი – 1 ცალი,

სეზამი – 30-40 გრ,

მარილი, პილპილი, ზეთი.

მომზადების წესი: თევზის ფილე საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. კვერცხი ავთქვიფოთ, მარილი და პილპილი დავუმატოთ. მასში თევზი ამოვავლოთ. შემდეგ კი სეზამის მარცვლებში და ტაფაზე ორივე მხრიდან 5 – 7 წუთით შევწვათ. სურვილისამებრ, ლიმნით გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი