საცავში მარკ ტვენის უცნობი წერილები აღმოაჩინეს

63
SHARE

როგორც ამერიკული პრესა იუწყება, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორებმა სამალავი იპოვეს, სადაც ლეგენდარული მწერლის მარკ ტვენის საიდუმლო დოკუმენტაცია ინახებოდა. სამალავში, რომელიც ბერკლიშია განთავსებული, დაახლოებთ 100 – მდე დოკუმენტი ინახება.ესაა მწერლის მიერ 1865-66 წლებში დაწერილი წერილები ახლობლებისა და ჟურნალისტებისთვის. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მწერალი ძმას წერდა, ის მძიმე ფინასურ კრიზისზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ვითმკველობაზეც კი უფიქრია.

როგორც მარკ ტვენის ბიოგრაფიის მკვლევარები წერენ, ამ პერიოდში მწერალს ყოველდღიურად უწევდა ჩანაწერების კეთება, მინიმუმ 2000 სიტყვის ოდენობით, რასაც მისთვის სან-ფრანცისკოს გამომცემლობიდან ყოველთვიური შემოსავალი მოჰქონდა. მომდევნო წლებში კი ახალგაზრდა ტვენი მალევე გაუმკლავდა ფინანსურ კრიზისსა და დეპრესიას, რადგან ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა, სადაც ბევრი კარგი ნაწარმოები შექნა, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა მკითხველებში.

FB კომენტარები

კომენტარი