საქართველოში “ფორსაჟის” გადაღებები იწყება – რომელი ქუჩები გადაიკეტება და რამდენია ფილმის ბიუჯეტი

46
SHARE

“ფორ­სა­ჟის” თრი­ლე­რის გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა და ერთი თვის განმავლობაში გაგ­რძელ­დე­ბა.
ინფორმაციას საპროდიუსერო კომპანია – “ენკენი ფილმსი” აცვრცელებს.
18 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდულად თბი­ლი­სი­სა და რუს­თა­ვის ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქუ­ჩე­ბი გა­და­ი­კე­ტე­ბა:

18 აგ­ვის­ტო – 27 აგ­ვის­ტო: ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი;
26 აგ­ვის­ტო – 3 სექ­ტემ­ბე­რი: რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი;
2-7 სექ­ტემ­ბე­რი: რუს­თა­ვის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია;
6-7 სექ­ტემ­ბე­რი: თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი და პუშ­კი­ნის ქუჩა;
8-16 სექ­ტემ­ბე­რი: ბე­სა­რი­ონ ჟღენ­ტის და ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩე­ბი, ნუ­ცუ­ბი­ძის მე-4 პლა­ტო;
16 სექ­ტემ­ბე­რი: უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუჩა.

ფილმის ბიუჯეტი 31 მილიონი ლარია და მას პროგრამის – “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში იღებენ.
საქართველოში გადაღებული ეპიზოდები ფილმის ბოლო 10 წუთს შეადგენს და მსოფლიო კინოეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა .

FB კომენტარები

კომენტარი